რატომ არ შეიძლება გაბზარული ჭურჭლის შენახვა: ხალხური რწმენის მეცნიერული ახსნა

© Pexels / Anashe Barton
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
ჭურჭელთან დაკავშირებით არაერთი ხალხური რწმენა და მინიშნება არსებობს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ითვალისწინებდნენ.

ყველაზე ცნობილი რწმენა ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გატეხილი ჭიქისა თუ თეფშის შენახვა და, მით უმეტეს, მისი გამოყენება. ძველებს სწამდათ, რომ პირჩამოტეხილი თუ გაბზარული ჭურჭელი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შთანთქავდა.
სინამდვილეში კი ამ ყველაფერს ძალიან მეცნიერული და დასაბუთებული ახსნა აქვს, რაც შესაძლოა გაცნობიერებულიც კი არ ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს.

საქმე ისაა, რომ ჭურჭლის ნაბზარსა თუ ნამტვრევში დიდი რაოდენობით ბაქტერიები გროვდება, რომლებსაც არაერთი დაავადების გამოწვევა შეუძლია.

მაგალითად, ასეთია Proteus-ის ბაქტერია, რომელიც დიდხანს რჩება ჭურჭლის ბზარსა და მომტვრეულ ზედაპირზე და რომელიც საშარდე ტრაქტის ინფექციებს, პნევმონიებს, ე.წ. ჭრილობის ინფექციებსა და სეფტიცემიას (შავი ჭირის სეფტიკური ფორმა) იწვევს.
როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან გასაგებია და ლოგიკური. ახლა ვნახოთ, კიდევ რა ცრურწმენები და მინიშნებებია შემორჩენილი ჭურჭელთან დაკავშირებით.
ორშაბათს გატახილი თეფში ბედნიერებისა და გამართლების ნიშანია უახლოეს შვიდ დღეში;
სამშაბათს გატეხილი - საინტერესო ამბის ნიშანია;
ოთხშაბათს - კონფლიქტია მოსალოდნელი;
ხუთშაბათს - წვრილმანი უსიამოვნება გელოდებათ;
პარასკევს - არაფერზე არ მიანიშნებს;
შაბათს - სტუმრიანობა გელოდებათ;
კვირას - ოჯახში ბედნიერებისა და მშვიდობის ნიშანია;
თუ სახლში თეფში ან ჭიქა უმიზეზოდ გატყდება - ე.ი. სახლი უარყოფითი ენერგეტიკისგან დაიცალა;
თუ სტუმრად მყოფს თეფში გაგიტყდათ, იმ ოჯახის პრობლემების ნაწილს შინ წაიყოლებთ;
თუ საკუთარ დაბადების დღეზე თეფში გაგიტყდათ - ბედნიერი წელი გექნებათ;
თუ ორი კაცი ერთი თეფშიდან შეჭამს, ერთმანეთში ჩხუბი მოუვათ;
თუ სტუმარი თქვენს სახლში ჭურჭელს გარეცხავს, მთელ სიმდიდრესა და კეთილდღეობას თვითონ წაიღებს;
თუ გასარეცხ ჭურჭელზე ზემოდან გადაიბანთ ხელებს - ელოდეთ უსიამოვნო ამბავსა და ოჯახურ სკანდალს;
მზის ამოსვლამდე ჭურჭლის დარეცხვა ოჯახში სიმდიდრეს იზიდავს;
ღამით ჭურჭლის რეცხვამ ჩხუბი და ფულის პრობლემები იცის...
ყველა ახალი ამბავი
0