ქართველი ფრენბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

© Sputnik / Alexander Imedashviliფრენბურთი
ფრენბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
24 წლის ქართველი ფრენბურთელის კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან ორი მოიგო.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე, რომელიც პოლონურ კლუბ „დეველოპრეს ჟეშუფში“ ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (Most Valuable Player) აღიარეს.
გამოკითხვა ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარდა და ანა კალანდაძემ ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა – 41,3% მიიღო. მას 25 ათასზმე მეტმა გულშემატკივარმა მისცა ხმა.
24 წლის ქართველი ფრენბურთელის კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან ორი მოიგო, ანა კალანდაძემ კი სამივე შეხვედრის ჯამში გუნდს 56 ქულა შესძინა.
ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ პოლონური კლუბი 23 თებერვალს პლეი-ოფში „ვოლერო კანს“ შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0