https://sputnik-georgia.com/20230222/qartuli-diaspora-rusetsi-275136260.html
მიმოხილვა: მილიონი ქართველის ხმა - რა აწუხებს რუსეთის ქართულ დიასპორას
მიმოხილვა: მილიონი ქართველის ხმა - რა აწუხებს რუსეთის ქართულ დიასპორას
Sputnik საქართველო
იანა ოსიპოვა 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T14:21+0400
2023-02-22T14:21+0400
2023-02-22T20:13+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275108041_0:223:1280:943_1920x0_80_0_0_07315a47f3c056873459d328e2b34adf.jpg
იანა ოსიპოვარუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე Sputnik-ს რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე ესაუბრა.ავიამიმოსვლას რუსეთში მცხოვრები ქართველებიც ელოდებიან და რუსი ტურისტებიც2019 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის საავიაციო კავშირი შეწყდა. ქართული ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტის დავით ცეცხლაძის თქმით, ქართული დიასპორა რუსეთში მხარს უჭერს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. რუსეთში კი თითქმის მილიონი ქართველი ცხოვრობს.პირდაპირი ავიაკავშირის არარსებობა, პირველ რიგში, ართულებს ასობით ათასი ქართველის ცხოვრებას რუსეთის ტერიტორიაზე, ფიქრობს იგი. „გარდა ამისა, არიან „საქართველოს შვილები“ – სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები (აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, ქურთები), რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და რუსეთში გადასახლდნენ“, – ამბობს ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტი.მას არც რუსი ტურისტები დავიწყებია. „რუსებს უყვართ საქართველო, მისი სამზარეულო, ხალხი, ბუნება. მათ სურთ დაბრკოლების გარეშე მოგზაურობა. ბევრს არა აქვს ძვირადღირებული ბილეთების შეძენის და მესამე ქვეყნების გავლით მგზავრობის შესაძლებლობა. ზემო ლარსის გამშვები პუნქტი კი, ერთადერთი სახმელეთო გზა, გადატვირთულია, რადგან მთელი საქონელი ამ საზღვარს გაივლის – არა მხოლოდ ქართული, არამედ თურქული, სომხური, ირანული და ა.შ.“, – განმარტავს იგი.იმედი გაჩნდაფედერალური ავტონომიის პრეზიდენტს არაერთხელ მიუმართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით. „საქართველოში იყო ისეთი ცალკეული ძალების პროვოკაციები, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებით. სამწუხაროა, რომ ფრენები ვერ განახლდა“, – იგონებს იგი.დღეს განსხვავებული ტენდენციაა: ამ წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფრენების აღდგენის მზადყოფნაზე ისაუბრა. „საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ახსენა ქართული დიასპორა რუსეთში. ასე რომ, ვფიქრობ, ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია“, – ამბობს ცეცხლაძე.ლავროვისა და კობახიძის განცხადებების შემდეგ ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტმა მორიგი წერილი დაწერა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე და მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.ვის უშლის ხელს ვიზებიდავით ცეცხლაძე წუხს, რომ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის განვითარებაში მრავალი საუკუნის განმავლობაში შეჰქონდათ წვლილი, დღეს რუსეთში მხოლოდ ვიზით შეუძლიათ ჩასვლა.„რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის კითხვას ვიზებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა. მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ განცხადებას არ გამოეხმაურა. თემა დაიხურა. ახლა სხვა ვითარებაა“, – ამბობს ცეცხლაძე.გასული წლის ბოლოს მოსკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს და საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის წევრს ფრიდონ ინჯიას.„ჩვენ რუსეთში არსებული ქართული დიასპორის პრობლემები და პერსპექტივები განვიხილეთ. ჩემი ამოცანა ხელმძღვანელის პოსტზე არის რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესების ლობირება, საქართველოში თანამემამულეების ინტერესების ლობირება. ყველაფერი კანონის ფარგლებში, რასაკვირველია“, – ამბობს ექსპერტი შეხვედრაზე საუბრისას.ეს შეხვედრა – თანამემამულეთა ინტერესების დაცვაა. „მაგრამ სავიზო რეჟიმის საკითხში „ბურთი კვლავ რუსეთის მხარესაა, – აღნიშნავს ის. – საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.“ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღება არც ისე იოლია. „საჭიროა რუსეთიდან მიწვევის გაფორმება, სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარება, პასუხის ლოდინი. ზოგიერთი ვიზებს სპეციალიზებული სააგენტოების მეშვეობით აფორმებს. ამის გამო ზოგიერთი სააგენტო სპეკულირებს კიდეც და რუსეთში გამგზავრების მსურველ ქართველებს ფულს სძალავს“, – წუხს ცეცხლაძე.ქართველებს ექიმობის ღვთით მომადლებული ნიჭი აქვთდავით ცეცხლაძე რუსეთში მყოფ ქართველ სტუდენტებზე საუბრობს. „ახალგაზრდობა უპირატესობას სამედიცინო სასწავლებლებს ანიჭებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ქართველები შესანიშნავი ექიმები არიან. კვოტით რუსეთი საქართველოს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე საბიუჯეტო ადგილს უჯავშნის. ახლა იბარებენ განაცხადებს მომავალი წლის კონკურსისთვის“, – აღნიშნავს ცეცხლაძე.მაგრამ ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტი წუხს იმის გამო, რომ საქართველოში ახალგაზრდებს შორის დღეს დასავლური უმაღლესი სასწავლებლები უფრო პოპულარულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.ქართველების ორმაგი მოქალაქეობის პრობლემა უნდა მოგვარდესცეცხლაძის თქმით, ხშირად ეთნიკურ ქართველებს უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, თუ ეს მეორე მოქალაქეობაა. „სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველს შეაქვს განაცხადი მეორე მოქალაქეობის მიღებაზე, აბარებს გამოცდებს და იღებს უარს“, – განმარტავს ვითარებას ცეცხლაძე.„ეს აუხსნელი პრობლემაა. გაერომ ხუთი წლის წინ ქართველები მსოფლიოს გაქრობის პირად მყოფი ერების ხუთეულში შეიყვანა“, – აღნიშნავს ის.ქართული დიასპორა რუსეთში არ ეთანხმება საქართველოს დღევანდელ პოლიტიკას მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებში.ფედერალურმა ავტონომიამ ამას წინათ მიიღო რეზოლუცია „მილიონი ქართველის ხმები“. „რეზოლუციის მიღებას ესწრებოდა საქართველოს კონსული რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ქართველთა ინტერესების სექციიდან და მანაც მოისმინა ეს პრობლემა. გარდა ამისა, ფედერალურმა ავტონომიამ მიმართა საქართველოს მთავრობას წინადადებით – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქართველებისთვის იდენტიფიკაციის პროცედურით წარიმართოს“, – დასძინა ცეცხლაძემ.„სიყვარულის კოდი“ რუსებსა და ქართველებს შორის წარსულშია ჩადებული„ჩვენმა წინაპრებმა ორ ხალხს შორის „სიყვარულის კოდი“ ჩადეს. რასაკვირველია, არსებობენ ცალკეული ჯგუფები, რომლებიც დასავლეთიდან გრანტების მიღების შემდეგ ჩვენს მეგობრობაზე ცუდ რამეებს ამბობენ. ჩვენი წინაპრები რუსეთისთვის სისხლს ღვრიდნენ და მთელი დიასპორა ოცნებობს, რომ რუსეთმა და საქართველომ მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნონ“, – ამბობს ცეცხლაძე.ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტის სიტყვებით, ქართული დიასპორა აქტიურად მონაწილეობს რუსეთის ნაციონალური პოლიტიკის რეალიზაციაში.„რუსეთის ხალხთა სახლთან“ და ერების საქმეთა ფედერალურ სააგენტოსთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ რუსეთში ფედერალური ნაციონალური ავტონომიების პირველი ყრილობა, რომელიც სახალხო ერთობის დღეს მიეძღვნა. იქ განვიხილეთ აქტუალური საკითხები სათვისტომოების წარმომადგენლებთან. ახლა რუსეთის ხალხთა სახლმა პროგრამაში შეიტანა მეორე ყრილობის ჩატარება 2023 წელს. 12 მაისი კი რუსეთში ქართული დიასპორის დღეა. ვგეგმავთ აღნიშვნას“, – განაცხადა ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტმა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/15/275108041_181:259:1093:943_1920x0_80_0_0_e40edae34f2e6741b737fd4128d93d74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, მიმოხილვები
ქართულ–რუსული ურთიერთობები, მიმოხილვები
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე Sputnik-ს რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე ესაუბრა.
ავიამიმოსვლას რუსეთში მცხოვრები ქართველებიც ელოდებიან და რუსი ტურისტებიც
2019 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის საავიაციო კავშირი შეწყდა. ქართული ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტის დავით ცეცხლაძის თქმით, ქართული დიასპორა რუსეთში მხარს უჭერს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. რუსეთში კი თითქმის მილიონი ქართველი ცხოვრობს.
„ეს ცოტა არ არის. საქართველოში ხომ 3,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. რუსეთში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა. ქართველებს არასდროს შეუწყვეტიათ კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან, თუმცა მათ წვლილი შეჰქონდათ რუსეთის სახელმწიფოს მშენებლობაშიც, აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში“, – ამბობს ცეცხლაძე.
პირდაპირი ავიაკავშირის არარსებობა, პირველ რიგში, ართულებს ასობით ათასი ქართველის ცხოვრებას რუსეთის ტერიტორიაზე, ფიქრობს იგი. „გარდა ამისა, არიან „საქართველოს შვილები“ – სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები (აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, ქურთები), რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და რუსეთში გადასახლდნენ“, – ამბობს ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტი.
მას არც რუსი ტურისტები დავიწყებია. „რუსებს უყვართ საქართველო, მისი სამზარეულო, ხალხი, ბუნება. მათ სურთ დაბრკოლების გარეშე მოგზაურობა. ბევრს არა აქვს ძვირადღირებული ბილეთების შეძენის და მესამე ქვეყნების გავლით მგზავრობის შესაძლებლობა. ზემო ლარსის გამშვები პუნქტი კი, ერთადერთი სახმელეთო გზა, გადატვირთულია, რადგან მთელი საქონელი ამ საზღვარს გაივლის – არა მხოლოდ ქართული, არამედ თურქული, სომხური, ირანული და ა.შ.“, – განმარტავს იგი.
ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტს არაერთხელ მიუმართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით. „საქართველოში იყო ისეთი ცალკეული ძალების პროვოკაციები, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებით. სამწუხაროა, რომ ფრენები ვერ განახლდა“, – იგონებს იგი.
დღეს განსხვავებული ტენდენციაა: ამ წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფრენების აღდგენის მზადყოფნაზე ისაუბრა. „საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ახსენა ქართული დიასპორა რუსეთში. ასე რომ, ვფიქრობ, ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია“, – ამბობს ცეცხლაძე.
„რასაკვირველია, საქართველოში შეიძლება ისმოდეს დეპუტატების, საზოგადო მოღვაწეებისა და არაკომერციული ორგანიზაციების განსხვავებული მოსაზრებები. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა, რომ ფრენების აღდგენის წინააღმდეგია. კარგი იქნებოდა, პრეზიდენტსაც ხალხის მხარე დაეჭირა და არა ნომენკლატურისა, რომელიც დასავლეთის შექმნილია“, – ამბობს ცეცხლაძე.
ლავროვისა და კობახიძის განცხადებების შემდეგ ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტმა მორიგი წერილი დაწერა რუსეთის პრეზიდენტის სახელზე და მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.
დავით ცეცხლაძე წუხს, რომ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის განვითარებაში მრავალი საუკუნის განმავლობაში შეჰქონდათ წვლილი, დღეს რუსეთში მხოლოდ ვიზით შეუძლიათ ჩასვლა.
„რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის კითხვას ვიზებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა. მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ განცხადებას არ გამოეხმაურა. თემა დაიხურა. ახლა სხვა ვითარებაა“, – ამბობს ცეცხლაძე.
გასული წლის ბოლოს მოსკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს და საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის წევრს ფრიდონ ინჯიას.
„ჩვენ რუსეთში არსებული ქართული დიასპორის პრობლემები და პერსპექტივები განვიხილეთ. ჩემი ამოცანა ხელმძღვანელის პოსტზე არის რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესების ლობირება, საქართველოში თანამემამულეების ინტერესების ლობირება. ყველაფერი კანონის ფარგლებში, რასაკვირველია“, – ამბობს ექსპერტი შეხვედრაზე საუბრისას.
ეს შეხვედრა – თანამემამულეთა ინტერესების დაცვაა. „მაგრამ სავიზო რეჟიმის საკითხში „ბურთი კვლავ რუსეთის მხარესაა, – აღნიშნავს ის. – საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.“
„რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან გასაუბრებისას ვხვდები, რომ ვიზები – ერთი დიდი თავის ტკივილია. მათ ეს ხელს უშლის, გაუთავებლად იმაზე ღელავენ, რომ ვიზას ვადა გაუვა და საჭირო იქნება მისი გაგრძელება, ან სწავლის მიტოვება და გამგზავრება“, – აღნიშნავს იგი.
ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღება არც ისე იოლია. „საჭიროა რუსეთიდან მიწვევის გაფორმება, სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარება, პასუხის ლოდინი. ზოგიერთი ვიზებს სპეციალიზებული სააგენტოების მეშვეობით აფორმებს. ამის გამო ზოგიერთი სააგენტო სპეკულირებს კიდეც და რუსეთში გამგზავრების მსურველ ქართველებს ფულს სძალავს“, – წუხს ცეცხლაძე.
ქართველებს ექიმობის ღვთით მომადლებული ნიჭი აქვთ
დავით ცეცხლაძე რუსეთში მყოფ ქართველ სტუდენტებზე საუბრობს. „ახალგაზრდობა უპირატესობას სამედიცინო სასწავლებლებს ანიჭებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ქართველები შესანიშნავი ექიმები არიან. კვოტით რუსეთი საქართველოს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე საბიუჯეტო ადგილს უჯავშნის. ახლა იბარებენ განაცხადებს მომავალი წლის კონკურსისთვის“, – აღნიშნავს ცეცხლაძე.
მაგრამ ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტი წუხს იმის გამო, რომ საქართველოში ახალგაზრდებს შორის დღეს დასავლური უმაღლესი სასწავლებლები უფრო პოპულარულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
ქართველების ორმაგი მოქალაქეობის პრობლემა უნდა მოგვარდეს
ცეცხლაძის თქმით, ხშირად ეთნიკურ ქართველებს უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, თუ ეს მეორე მოქალაქეობაა. „სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველს შეაქვს განაცხადი მეორე მოქალაქეობის მიღებაზე, აბარებს გამოცდებს და იღებს უარს“, – განმარტავს ვითარებას ცეცხლაძე.
„ეს აუხსნელი პრობლემაა. გაერომ ხუთი წლის წინ ქართველები მსოფლიოს გაქრობის პირად მყოფი ერების ხუთეულში შეიყვანა“, – აღნიშნავს ის.
ქართული დიასპორა რუსეთში არ ეთანხმება საქართველოს დღევანდელ პოლიტიკას მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებში.
„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა საქართველომ „ავტომატურად“ მიანიჭოს მოქალაქეობა ყველა ქართველს, რომელსაც ამის სურვილი გაუჩნდება, ყოველგვარი გამოცდებისა და უარების გარეშე. ეს ხომ ერთი ორგანიზმია“, – აღნიშნავს იგი.
ფედერალურმა ავტონომიამ ამას წინათ მიიღო რეზოლუცია „მილიონი ქართველის ხმები“. „რეზოლუციის მიღებას ესწრებოდა საქართველოს კონსული რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ქართველთა ინტერესების სექციიდან და მანაც მოისმინა ეს პრობლემა. გარდა ამისა, ფედერალურმა ავტონომიამ მიმართა საქართველოს მთავრობას წინადადებით – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქართველებისთვის იდენტიფიკაციის პროცედურით წარიმართოს“, – დასძინა ცეცხლაძემ.
„სიყვარულის კოდი“ რუსებსა და ქართველებს შორის წარსულშია ჩადებული
„ჩვენმა წინაპრებმა ორ ხალხს შორის „სიყვარულის კოდი“ ჩადეს. რასაკვირველია, არსებობენ ცალკეული ჯგუფები, რომლებიც დასავლეთიდან გრანტების მიღების შემდეგ ჩვენს მეგობრობაზე ცუდ რამეებს ამბობენ. ჩვენი წინაპრები რუსეთისთვის სისხლს ღვრიდნენ და მთელი დიასპორა ოცნებობს, რომ რუსეთმა და საქართველომ მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნონ“, – ამბობს ცეცხლაძე.
ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტის სიტყვებით, ქართული დიასპორა აქტიურად მონაწილეობს რუსეთის ნაციონალური პოლიტიკის რეალიზაციაში.
„რუსეთის ხალხთა სახლთან“ და ერების საქმეთა ფედერალურ სააგენტოსთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ რუსეთში ფედერალური ნაციონალური ავტონომიების პირველი ყრილობა, რომელიც სახალხო ერთობის დღეს მიეძღვნა. იქ განვიხილეთ აქტუალური საკითხები სათვისტომოების წარმომადგენლებთან. ახლა რუსეთის ხალხთა სახლმა პროგრამაში შეიტანა მეორე ყრილობის ჩატარება 2023 წელს. 12 მაისი კი რუსეთში ქართული დიასპორის დღეა. ვგეგმავთ აღნიშვნას“, – განაცხადა ფედერალური ავტონომიის პრეზიდენტმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე