https://sputnik-georgia.com/20230222/puladi-gzavnilebi-saqartveloshi-sesxis-275161066.html
ფულადი გზავნილები საქართველოში სესხის მიღების საფუძველი გახდება
ფულადი გზავნილები საქართველოში სესხის მიღების საფუძველი გახდება
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 1,3 მილიონი სამომხმარებლო სესხია გაცემული 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T23:39+0400
2023-02-22T23:39+0400
2023-02-22T23:39+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. 1 მარტიდან უცხოეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში სესხის მიღების საფუძველი გახდება, თუ კლიენტი ეროვნული ბანკის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას მიღებული თანხის შესახებ, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.ბოლო წლებში საქართველოში საკრედიტო პოლიტიკა გამკაცრდა. სესხის გაცემამდე საკრედიტო ორგანიზაციები ვალდებული არიან შეამოწმონ როგორც საკრედიტო ისტორია, ისე სესხის დასაფარად საჭირო თანხების არსებობა.ფულადი გზავნილები, მათ შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ჩაითვლება შემოსავლის დადასტურებულ წყაროდ, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.ისინი, ვინც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწვდიან ინფორმაციას საკუთარი ფულადი გზავნილების შესახებ, სამომხმარებლო სესხის მიღებისას უფრო ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან.კლიენტისგან ნებართვის მიღების შემდეგ ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია: ქვეყანა, საიდანაც ხდება თანხის გადმორიცხვა; განაღდების თარიღი; გადმორიცხული თანხის განაღდების თარიღი; მიმღების პასპორტის მონაცემები; მიმღების მოქალაქეობა; ვალუტა და თანხის ოდენობა.დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 1,3 მილიონი სამომხმარებლო სესხია გაცემული, აქედან 1,2 მილიონი საქართველოს მოქალაქეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ფულადი გზავნილები საქართველოში სესხის მიღების საფუძველი გახდება
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 1,3 მილიონი სამომხმარებლო სესხია გაცემული
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. 1 მარტიდან უცხოეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში სესხის მიღების საფუძველი გახდება, თუ კლიენტი ეროვნული ბანკის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას მიღებული თანხის შესახებ,
ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ბოლო წლებში საქართველოში საკრედიტო პოლიტიკა გამკაცრდა. სესხის გაცემამდე საკრედიტო ორგანიზაციები ვალდებული არიან შეამოწმონ როგორც საკრედიტო ისტორია, ისე სესხის დასაფარად საჭირო თანხების არსებობა.
ფულადი გზავნილები, მათ შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ჩაითვლება შემოსავლის დადასტურებულ წყაროდ, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
„ცვლილების მიზანია შეუქმნას გზავნილის მიმღებ პირებს მეტი კომფორტი და საშუალება მართონ მათ შესახებ არსებული მონაცემები სურვილისამებრ, რაც მათ შორის გულისხმობს სესხის აღების მიზნით ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფინტექებისთვის მონაცემების მარტივად გაზიარებას”, - განაცხადა ლეჟავამ.
ისინი, ვინც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწვდიან ინფორმაციას საკუთარი ფულადი გზავნილების შესახებ, სამომხმარებლო სესხის მიღებისას უფრო ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდებიან.
კლიენტისგან ნებართვის მიღების შემდეგ ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია: ქვეყანა, საიდანაც ხდება თანხის გადმორიცხვა; განაღდების თარიღი; გადმორიცხული თანხის განაღდების თარიღი; მიმღების პასპორტის მონაცემები; მიმღების მოქალაქეობა; ვალუტა და თანხის ოდენობა.
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 1,3 მილიონი სამომხმარებლო სესხია გაცემული, აქედან 1,2 მილიონი საქართველოს მოქალაქეებზე.