https://sputnik-georgia.com/20230222/nebenzia-crdiloetis-nakadebi-kompensacia-275120936.html
ნებენზია „ჩრდილოეთის ნაკადების“ დაზიანებისთვის კომპენსაციას ითხოვს
ნებენზია „ჩრდილოეთის ნაკადების“ დაზიანებისთვის კომპენსაციას ითხოვს
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის უკან მდგომმა ქვეყნებმა უნდა აუნაზღაურონ ზიანი დაზარალებულ ქვეყნებს, განაცხადა... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T09:33+0400
2023-02-22T09:33+0400
2023-02-22T16:42+0400
ახალი ამბები
რუსეთი
გაერო
გაეროს უშიშროების საბჭო
ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250028872_0:230:1944:1324_1920x0_80_0_0_86d48da67f204cf9e1b50383a0482c0d.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის უკან მდგომმა ქვეყნებმა უნდა აუნაზღაურონ ზიანი დაზარალებულ ქვეყნებს, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.მისი თქმით, რუსული გაზსადენების აფეთქება შესაძლოა იმ ეპოქის წინამორბედად იქცეს, როდესაც ტრანსსასაზღვრო და ტრანსკონტინენტური კომუნიკაციები ლეგიტიმური სამიზნე გახდება გარკვეული სახელმწიფოების დასუსტებისკენ მიმართული ოპერაციებისთვის.რუსი დიპლომატის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შანსი, აიცილოს ქაოსი.რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე დივერსია 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა. გაზსადენებზე გაჟონვა სამ ადგილზე დაფიქსირდა. 29 სექტემბერს შვედეთმა გამოაცხადა, რომ აღმოჩენილია მეოთხე გაჟონვა. 2022 წლის ნოემბერში შვედმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული მილსადენების მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და „უცხო ობიექტების“ კვალი აღმოაჩინეს.დასავლეთის ქვეყნებმა დივერსიაში რუსეთი დაადანაშაულეს „გაზის შანტაჟის“ მიზნით. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ავარიით შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იყვნენ დაინტერესებული. ამ დროისათვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული პასუხი კითხვაზე, ვინ დგას გაზსადენებზე დივერსიის უკან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0d/250028872_104:0:1869:1324_1920x0_80_0_0_00a2a8229450d8bec465c0837952ec77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, გაერო, გაეროს უშიშროების საბჭო, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე
ახალი ამბები, რუსეთი, გაერო, გაეროს უშიშროების საბჭო, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის უკან მდგომმა ქვეყნებმა უნდა აუნაზღაურონ ზიანი დაზარალებულ ქვეყნებს,
განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, რუსული გაზსადენების აფეთქება შესაძლოა იმ ეპოქის წინამორბედად იქცეს, როდესაც ტრანსსასაზღვრო და ტრანსკონტინენტური კომუნიკაციები ლეგიტიმური სამიზნე გახდება გარკვეული სახელმწიფოების დასუსტებისკენ მიმართული ოპერაციებისთვის.
„შესაძლებლობა, რომ ეს დრო დადგეს, ძალიან დიდია, თუ „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაში დამნაშავეები არ მოიძებნებიან და შესაბამისად არ დაისჯებიან, ხოლო ქვეყნები, რომლებიც ამის უკან დგანან, არ აუნაზღაურებენ დაზარალებულ სახელმწიფოებს მიყენებულ ზარალს ისე, როგორც ამას საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს“, — განაცხადა ნებენზიამ.
რუსი დიპლომატის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შანსი, აიცილოს ქაოსი.
რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე დივერსია 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა. გაზსადენებზე გაჟონვა სამ ადგილზე დაფიქსირდა. 29 სექტემბერს შვედეთმა გამოაცხადა, რომ აღმოჩენილია მეოთხე გაჟონვა. 2022 წლის ნოემბერში შვედმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული მილსადენების მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და „უცხო ობიექტების“ კვალი აღმოაჩინეს.
დასავლეთის ქვეყნებმა დივერსიაში რუსეთი დაადანაშაულეს „გაზის შანტაჟის“ მიზნით. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ავარიით შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იყვნენ დაინტერესებული. ამ დროისათვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული პასუხი კითხვაზე, ვინ დგას გაზსადენებზე დივერსიის უკან.