https://sputnik-georgia.com/20230222/kvaracxelia-napolis-daexmara-275125768.html
კვარაცხელია „ნაპოლის“ გერმანულ გუნდზე გამარჯვებაში დაეხმარა
კვარაცხელია „ნაპოლის“ გერმანულ გუნდზე გამარჯვებაში დაეხმარა
Sputnik საქართველო
ქართველმა ფეხბურთელმა „აინტრახტის“ წინააღმდეგ მატჩში 84-ე წუთამდე ითამაშა. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T12:02+0400
2023-02-22T12:02+0400
2023-02-22T18:24+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294542_0:134:1426:936_1920x0_80_0_0_5f8c6b69d77fbc3395a0ff7b5ec05751.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველმა ნახევარმცველმა ორი გოლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტის“ წინააღმდეგ, მაგრამ ნეაპოლელებს მაინც დაეხმარა გამარჯვებაში (2:0) იუველირული სიზუსტით შესრულებული პასით.„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა 36-ე წუთზე 11-მეტრიანი გამოიმუშავა, რომლის რეალიზება ქართველ ფეხბურთელს ანდეს. თუმცა „კვარას“ დარტყმული ბურთის მიმართულება გერმანელების მეკარე კევინ ტრაპმა გამოიცნო.ოსიმენმა გოლის გატანა ოთხი წუთის შემდეგ მაინც მოახერხა ლოსანოს გადაცემის შემდეგ და „ნაპოლი“ დაწინაურდა – 1:0.აღსანიშნავია, რომ „აინტრახტი“ 58-ე წუთიდან 10-კაციანი შემადგენლობით დარჩა – მსაჯმა მოედნიდან უხეშობისთვის კოლო მუანი გააძევა.კვარაცხელიამ შესანიშნავი მომენტი 65-ე წუთზე შექმნა, როცა საჯარიმოში შესულმა ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით იშვიათი სილამაზის პასი გაუკეთა და კაპიტანმა „ნაპოლის“ უპირატესობა გაზარდა – 2:0.ეს ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში მეოთხე შედეგიანი გადაცემაა ხვიჩას შესრულებით. ამდენივე ასისტია არგენტინელი ლიონელ მესის ანგარიშზე.კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში აღარ შეცვლილა.ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის 15 მარტს „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გაიმართება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0d/271294542_0:0:1426:1069_1920x0_80_0_0_62755d61a78a50dad550e7b2351cdd99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კვარაცხელია „ნაპოლის“ გერმანულ გუნდზე გამარჯვებაში დაეხმარა
12:02 22.02.2023 (განახლებულია: 18:24 22.02.2023) ქართველმა ფეხბურთელმა „აინტრახტის“ წინააღმდეგ მატჩში 84-ე წუთამდე ითამაშა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველმა ნახევარმცველმა ორი გოლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტის“ წინააღმდეგ, მაგრამ ნეაპოლელებს მაინც დაეხმარა გამარჯვებაში (2:0) იუველირული სიზუსტით შესრულებული პასით.
„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა 36-ე წუთზე 11-მეტრიანი გამოიმუშავა, რომლის რეალიზება ქართველ ფეხბურთელს ანდეს. თუმცა „კვარას“ დარტყმული ბურთის მიმართულება გერმანელების მეკარე კევინ ტრაპმა გამოიცნო.
ოსიმენმა გოლის გატანა ოთხი წუთის შემდეგ მაინც მოახერხა ლოსანოს გადაცემის შემდეგ და „ნაპოლი“ დაწინაურდა – 1:0.
აღსანიშნავია, რომ „აინტრახტი“ 58-ე წუთიდან 10-კაციანი შემადგენლობით დარჩა – მსაჯმა მოედნიდან უხეშობისთვის კოლო მუანი გააძევა.
კვარაცხელიამ შესანიშნავი მომენტი 65-ე წუთზე შექმნა, როცა საჯარიმოში შესულმა ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით იშვიათი სილამაზის პასი გაუკეთა და კაპიტანმა „ნაპოლის“ უპირატესობა გაზარდა – 2:0.
ეს ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში მეოთხე შედეგიანი გადაცემაა ხვიჩას შესრულებით. ამდენივე ასისტია არგენტინელი ლიონელ მესის ანგარიშზე.
კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში აღარ შეცვლილა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის 15 მარტს „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გაიმართება.