https://sputnik-georgia.com/20230222/gaero-crdiloetis-nakadebi-275121171.html
უსაფუძვლო ბრალდებები: გაერო დაინტერესებულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
უსაფუძვლო ბრალდებები: გაერო დაინტერესებულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T10:32+0400
2023-02-22T10:32+0400
2023-08-17T12:48+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259890747_0:121:1280:841_1920x0_80_0_0_bbf779ffc29bd2ba61f20a29efaf5889.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთქებებში ვინმეს უსაფუძვლო დადანაშაულებისგან.მისი თქმით, გაეროს არ შეუძლია გადაამოწმოს ან დაადასტუროს რაიმე მტკიცება ინციდენტებთან დაკავშირებით და ელოდება მიმდინარე გამოძიების შედეგს.გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი ვერ ხედავს დასავლეთის დაინტერესებას დივერსიის ობიექტური გამოძიებით. ამასთან რუსმა დიპლომატმა კომპენსაციის გადახდა მოითხოვა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიით დაზარალებული მხარისთვის.რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე დივერსია 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა. გაზსადენებზე გაჟონვა ოთხ ადგილზე დაფიქსირდა. 2022 წლის ნოემბერში შვედმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული მილსადენების მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და „უცხო ობიექტების“ კვალი აღმოაჩინეს.დასავლეთის ქვეყნებმა დივერსიაში რუსეთი დაადანაშაულეს „გაზის შანტაჟის“ მიზნით. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ავარიით შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იყვნენ დაინტერესებული. ამ დროისათვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული პასუხი კითხვაზე, ვინ დგას გაზსადენებზე დივერსიის უკან.მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბალტიის ზღვაში გაზსადენები აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ბრძანებით ააფეთქეს, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მყვინთავებმა დაამონტაჟეს. თეთრმა სახლმაც და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყვეს ჰერშის ინფორმაცია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259890747_80:0:1201:841_1920x0_80_0_0_a84d142708194999b67ac82dacc1fab7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაერო, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
გაერო, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთქებებში ვინმეს უსაფუძვლო დადანაშაულებისგან.
„ჩვენ უნდა მოვერიდოთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ისედაც გაზრდილი დაძაბულობა რეგიონში და პოტენციურად შეაფერხოს სიმართლის ძიება“, — განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში როზმარი დიკარლომ რუსეთის ინიციატივით გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, გაეროს არ შეუძლია გადაამოწმოს ან დაადასტუროს რაიმე მტკიცება ინციდენტებთან დაკავშირებით და ელოდება მიმდინარე გამოძიების შედეგს.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი ვერ ხედავს დასავლეთის დაინტერესებას დივერსიის ობიექტური გამოძიებით. ამასთან რუსმა დიპლომატმა კომპენსაციის გადახდა მოითხოვა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიით დაზარალებული მხარისთვის.
რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე დივერსია 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა. გაზსადენებზე გაჟონვა ოთხ ადგილზე დაფიქსირდა. 2022 წლის ნოემბერში შვედმა გამომძიებლებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული მილსადენების მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და „უცხო ობიექტების“ კვალი აღმოაჩინეს.
დასავლეთის ქვეყნებმა დივერსიაში რუსეთი დაადანაშაულეს „გაზის შანტაჟის“ მიზნით. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ავარიით შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იყვნენ დაინტერესებული. ამ დროისათვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული პასუხი კითხვაზე, ვინ დგას გაზსადენებზე დივერსიის უკან.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბალტიის ზღვაში გაზსადენები აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ბრძანებით ააფეთქეს, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მყვინთავებმა დაამონტაჟეს. თეთრმა სახლმაც და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყვეს ჰერშის ინფორმაცია.