https://sputnik-georgia.com/20230222/cnn-riabkovis-komentari-275135593.html
„სარმატის“ გამოცდა: რიაბკოვმა CNN-ის ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა
„სარმატის“ გამოცდა: რიაბკოვმა CNN-ის ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. არ შეიძლება დაიჯეროთ ყველა ინფორმაცია, რასაც CNN ავრცელებს, ვინაიდან ის სრულიად დისკრედიტირებულია, განაცხადა რუსეთის საგარეო... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T16:20+0400
2023-02-22T16:20+0400
2023-02-22T21:36+0400
რუსეთი
აშშ
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267790921_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_6c748139a69f0d392ef666e399b6a83a.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. არ შეიძლება დაიჯეროთ ყველა ინფორმაცია, რასაც CNN ავრცელებს, ვინაიდან ის სრულიად დისკრედიტირებულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.მანამდე ამერიკულმა ტელეარხმა ორ მაღალჩინოსან ანონიმ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წარუმატებლად გამოსცადა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის ფონზე ან, შესაძლოა, სწორედ ვიზიტის დროს გაუშვა.გარდა ამისა, მან კომენტარი გააკეთა CNN-ის ცნობაზეც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ შეატყობინა შეერთებულ შტატებს გამოცდის შესახებ, მაგრამ გაშვების შედეგების თაობაზე აღარ უცნობებია. ამასთან CNN აღინიშნავდა, რომ რაკეტის „წარმატებული გამოცდის“ თაობაზე არც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უსაუბრია ფედერალური კრებისადმი მიმართვისას. და ეს მაშინ, როდესაც მან დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთის სტრატეგიულ ძალებს, რომელთა საფუძველიც უახლოეს მომავალში სწორედ „სარმატი“ უნდა გახდეს.რუსი დიპლომატის თქმით, ბოლო დროს ძალიან ბევრი პროვოკაციული ხასიათის ცნობა ვრცელდება, „რომლებიც გარეგნულად სიმართლეს ჩამოჰგავს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან“.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267790921_14:0:1378:1023_1920x0_80_0_0_31fb18ebdcdd639da63b200e9bf6930d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , ახალი ამბები
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. არ შეიძლება დაიჯეროთ ყველა ინფორმაცია, რასაც CNN ავრცელებს, ვინაიდან ის სრულიად დისკრედიტირებულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
მანამდე ამერიკულმა ტელეარხმა ორ მაღალჩინოსან ანონიმ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წარუმატებლად გამოსცადა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის ფონზე ან, შესაძლოა, სწორედ ვიზიტის დროს გაუშვა.
„არ შეიძლება ენდოთ ყველაფერს, რაც მედიით ვრცელდება. მით უმეტეს, თუ წყარო CNN-ია, რომელმაც ბოლო წლებში საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია მოხდინა და მთლიანად დადგა აშშ-ის გარკვეული ჯგუფებისა და პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილის ინტერესების სამსახურში“, — აღნიშნა რიაბკოვმა.
გარდა ამისა, მან კომენტარი გააკეთა CNN-ის ცნობაზეც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ შეატყობინა შეერთებულ შტატებს გამოცდის შესახებ, მაგრამ გაშვების შედეგების თაობაზე აღარ უცნობებია. ამასთან CNN აღინიშნავდა, რომ რაკეტის „წარმატებული გამოცდის“ თაობაზე არც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უსაუბრია ფედერალური კრებისადმი მიმართვისას. და ეს მაშინ, როდესაც მან დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთის სტრატეგიულ ძალებს, რომელთა საფუძველიც უახლოეს მომავალში სწორედ „სარმატი“ უნდა გახდეს.
„სატესტო გაშვების პროგრამა არ არის ის საკითხი, რომელზეც კომენტარი უნდა გაკეთდეს. ყველა ინფორმაცია, რომელთა საჯარო გაშუქებაც შესაძლებელია, წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს არხებით“, — განაცხადა რიაბკოვმა.
რუსი დიპლომატის თქმით, ბოლო დროს ძალიან ბევრი პროვოკაციული ხასიათის ცნობა ვრცელდება, „რომლებიც გარეგნულად სიმართლეს ჩამოჰგავს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან“.