https://sputnik-georgia.com/20230222/baidenis-administracia-tavsesafris-mazieblebistvis-sezrudvebs-awesebs-275122436.html
აშშ თავშესაფრის მაძიებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს
აშშ თავშესაფრის მაძიებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები გეგმავს თავშესაფრის მოთხოვნა აუკრძალოს აშშ–მექსიკის საზღვარზე ჩასულ მიგრანტებს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T11:39+0400
2023-02-22T11:39+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268052904_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_658ae8557f21e03a11e8c725f3452921.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები გეგმავს თავშესაფრის მოთხოვნა აუკრძალოს აშშ–მექსიკის საზღვარზე ჩასულ მიგრანტებს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე მასშტაბური მცდელობა იქნება არალეგალ მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად, იუწყება The Guardian.ახალი წესების თანახმად, რომელიც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე, მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში შესასვლელად ლეგალურ მარშრუტებს არ იყენებენ, ან რომლებიც არ ითხოვენ დაცვას იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სკენ მიმავალ გზაზე გადიან, ავტომატურად ჩამოერთმევათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება.როგორც აღინიშნება, საუბარია თავშესაფრის მოთხოვნის არა სრულ აკრძალვაზე, არამედ სერიოზულ შეზღუდვებზე. ახალი წესები შეეხება ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებს, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც აშშ-მდე მისასვლელად მესამე ქვეყნების გადაკვეთა არ უწევთ.გარდა ამისა, ახალი წესი ასევე არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ან რომლებსაც ისეთი „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხეები“ ემუქრებათ, როგორებიცაა მკვლელობა, გატაცება, სექსუალური ძალადობა, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად ქცევა და სხვა „უკიდურესად რთული სიტუაციები“.კიდევ ერთი გამონაკლისია მარტო მოგზაური არასრულწლოვნები – ახალი წესები არც მათ შეეხება.ოფიციალურად დამტკიცებამდე წინადადება საზოგადოებას წარუდგინეს განსახილველად, რისთვისაც 30 დღის ვადა განისაზღვრა.როგორც გამოცემა წერს, ახალი წესები დროებითი ხასიათისა იქნება და ორი წლის ვადით იმოქმედებს — შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.ახალი წესების მიზანი, როგორც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა განუცხადა ჟურნალისტებს, არის იმ სიცარიელის შევსება, რომელიც კონგრესმა დატოვა საიმიგრაციო რეფორმაში.წყარო: The Guardian
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268052904_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_4bfe8144c2c0b0ba78a86565acc1fd1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები გეგმავს თავშესაფრის მოთხოვნა აუკრძალოს აშშ–მექსიკის საზღვარზე ჩასულ მიგრანტებს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე მასშტაბური მცდელობა იქნება არალეგალ მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად, იუწყება The Guardian.
ახალი წესების თანახმად, რომელიც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საკუთარ
საიტზე, მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში შესასვლელად ლეგალურ მარშრუტებს არ იყენებენ, ან რომლებიც არ ითხოვენ დაცვას იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-სკენ მიმავალ გზაზე გადიან, ავტომატურად ჩამოერთმევათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება.
როგორც აღინიშნება, საუბარია თავშესაფრის მოთხოვნის არა სრულ აკრძალვაზე, არამედ სერიოზულ შეზღუდვებზე. ახალი წესები შეეხება ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებს, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც აშშ-მდე მისასვლელად მესამე ქვეყნების გადაკვეთა არ უწევთ.
გარდა ამისა, ახალი წესი ასევე არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ან რომლებსაც ისეთი „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხეები“ ემუქრებათ, როგორებიცაა მკვლელობა, გატაცება, სექსუალური ძალადობა, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად ქცევა და სხვა „უკიდურესად რთული სიტუაციები“.
კიდევ ერთი გამონაკლისია მარტო მოგზაური არასრულწლოვნები – ახალი წესები არც მათ შეეხება.
ოფიციალურად დამტკიცებამდე წინადადება საზოგადოებას წარუდგინეს განსახილველად, რისთვისაც 30 დღის ვადა განისაზღვრა.
როგორც გამოცემა წერს, ახალი წესები დროებითი ხასიათისა იქნება და ორი წლის ვადით იმოქმედებს — შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ახალი წესების მიზანი, როგორც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა განუცხადა ჟურნალისტებს, არის იმ სიცარიელის შევსება, რომელიც კონგრესმა დატოვა საიმიგრაციო რეფორმაში.