https://sputnik-georgia.com/20230222/arasamtavrobo-organizacia-lugaris-laboratoriis-musaobis-gamwvirvalobas-moitxovs-275150579.html
არასამთავრობო ორგანიზაცია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის გამჭვირვალობას მოითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის გამჭვირვალობას მოითხოვს
Sputnik საქართველო
ჟურნალისტებმა, პოლიტოლოგებმა და მედიკოსებმა დასავლეთის ბიოლაბორატორიების პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობის საკითხზე იმსჯელეს. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T18:44+0400
2023-02-22T18:44+0400
2023-02-22T22:28+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275143178_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_87396b647ab3629fe514c8e749b03bae.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. რა რისკებს შეიცავს ამერიკული ლაბორატორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში – ეს საკითი განიხილეს მედიცინის, პოლიტოლოგიისა და იურისპრუდენციის ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის „ბიოლაბორატორიები და პოსტსაბჭოთა სივრცე“ მსვლელობისას.ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევრაზიის ალიანსი მისი თავმჯდომარის ვიქტორ კუსიანის ხელმძღვანელობით.ღონისძიების მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ამერიკული ლაბორატორია უკიდურესად დახურული დაწესებულებაა და უცნობია, რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ის ქვეყნისთვის. ეს საკითხი უკვე მრავალი წელია, საზოგადოებას აშფოთებს.„გვინდოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე გვემსჯელა, რადგან დასავლეთმა ძალზე აქტიურად გაავრცელა ეს ლაბორატორიები, ასე რომ, მოქმედებაა საჭირო. ეს მხოლოდ ბიოლაბორატორია არ არის. ეს არის ბიოლოგიური ომი ჩვენ წინააღმდეგ, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ირგვლივ არიან“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა.მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეადგინეს რეზოლუციის ტექსტი საქართველოს მთავრობისთვის თხოვნით, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად ლაბორატორიის მუშაობას თვალს მიადევნებს.„ახლა, როდესაც ვხედავთ საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას კიევის რეჟიმის მხრიდან უკრაინის მოვლენების გამო, მათ სურთ საქართველოზე ზეწოლა, რომ მან რამე გიჟური გადაწყვეტილებები მიიღოს. ვშიშობ, რომ შეიძლება ეს ლაბორატორია საქართველოს „დასასჯელად“ გამოიყენონ“, – მიიჩნევს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მრგვალი მაგიდის სტუმარი გულბაათ რცხილაძე.მისი თქმით, თვითონ კიევს ხელი არ მიუწვდება ლუგარის ლაბორატორიაზე, მაგრამ მასზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ იმ „გლობალისტებმა“, რომლებიც ახლა უკრაინას მართავენ.საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად დააკვირდება ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას დემოკრატიული პრინციპებიდან და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275143178_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_6b3fb1d7aa3ac25607679e7e9dc584c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის გამჭვირვალობას მოითხოვს
18:44 22.02.2023 (განახლებულია: 22:28 22.02.2023) ჟურნალისტებმა, პოლიტოლოგებმა და მედიკოსებმა დასავლეთის ბიოლაბორატორიების პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობის საკითხზე იმსჯელეს.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. რა რისკებს შეიცავს ამერიკული ლაბორატორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში – ეს საკითი განიხილეს მედიცინის, პოლიტოლოგიისა და იურისპრუდენციის ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის „ბიოლაბორატორიები და პოსტსაბჭოთა სივრცე“ მსვლელობისას.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევრაზიის ალიანსი მისი თავმჯდომარის ვიქტორ კუსიანის ხელმძღვანელობით.
ღონისძიების მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ამერიკული ლაბორატორია უკიდურესად დახურული დაწესებულებაა და უცნობია, რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ის ქვეყნისთვის. ეს საკითხი უკვე მრავალი წელია, საზოგადოებას აშფოთებს.
„გვინდოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე გვემსჯელა, რადგან დასავლეთმა ძალზე აქტიურად გაავრცელა ეს ლაბორატორიები, ასე რომ, მოქმედებაა საჭირო. ეს მხოლოდ ბიოლაბორატორია არ არის. ეს არის ბიოლოგიური ომი ჩვენ წინააღმდეგ, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ირგვლივ არიან“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა შეადგინეს რეზოლუციის ტექსტი საქართველოს მთავრობისთვის თხოვნით, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად ლაბორატორიის მუშაობას თვალს მიადევნებს.
„ახლა, როდესაც ვხედავთ საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას კიევის რეჟიმის მხრიდან უკრაინის მოვლენების გამო, მათ სურთ საქართველოზე ზეწოლა, რომ მან რამე გიჟური გადაწყვეტილებები მიიღოს. ვშიშობ, რომ შეიძლება ეს ლაბორატორია საქართველოს „დასასჯელად“ გამოიყენონ“, – მიიჩნევს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მრგვალი მაგიდის სტუმარი გულბაათ რცხილაძე.
მისი თქმით, თვითონ კიევს ხელი არ მიუწვდება ლუგარის ლაბორატორიაზე, მაგრამ მასზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ იმ „გლობალისტებმა“, რომლებიც ახლა უკრაინას მართავენ.
საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად დააკვირდება ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას დემოკრატიული პრინციპებიდან და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე.