https://sputnik-georgia.com/20230222/22-tebervals-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275074775.html
22 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
22 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 22 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T00:15+0400
2023-02-22T00:15+0400
2023-02-22T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24298/82/242988227_0:145:1921:1225_1920x0_80_0_0_cfc7c71cda15c94d792b8bb40465189c.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.20–29 თებერვალი20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.22 თებერვალს დაბადებულები22 თებერვალს დაბადებულები მორცხვი, მორიდებული მერყევი და ფრთხილი, ამავე დროს, შრომისმოყვარე და მომთმენი, რაციონალური ადამიანები არიან. ახალგაზრდობაში ბევრი სირთულე და უსიამოვნება შეიძლება შეხვდეთ, მაგრამ თუ საკუთარ გამოცდილებასა და შეცდომებს გაითვალისწინებენ, შეძლებენ დასახული გეგმისკენ სვლასა და წარმატების მიღწევას. ამაში მათ შრომისმოყვარეობა, მიტევებისა და თმენის უნარი დაეხმარება.თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>22 თებერვალს დაბადებულებს შეუძლიათ მაღალი მიზნების გულისთვის საკუთარი ეგოიზმის ჩახშობა. მათი შინაგანი სამყარო მდიდარი, რთული და ცოტა დაბნეულია. არიან ძალზე ემოციური, მაგრამ ემოციების აქტიურ გავლენას თავიანთ ცხოვრებაზე უმკლავდებიან. ისინი ღრმად არიან დარწმუნებული, რომ გარშემომყოფები კეთილი ადამიანები არიან, ამიტომ მათი პატრიოტიზმი და დემოკრატიულობა უმაღლეს საფეხურს აღწევს. შეუძლიათ ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება, მათ შორის - ქვეყნის უმაღლესი პოსტისაც კი. მეტად განვითარებულ პიროვნებებს აქვთ საკუთარი წარმოდგენები და იდეალები, რომლებიც ვერ თავსდება ტერიტორიულ, ეროვნულ თუ რაიონულ საზღვრებში. არიან რა იდეალისტები, მოუწოდებენ ყველას საზოგადოებრივი თავისუფლებისკენ, ოცნებობენ საყოველთაო ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ბრძოლის, ტირანიისა და დისკრიმინაციის გარეშე.ამ დღეს დაბადებული ნაკლებად განვითარებული ადამიანები საზოგადოების წინაშე თავს უსუსურად გრძნობენ, თუმცა გარესამყაროს უსამართლობას ხედავენ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ უსაქმურობას და საზოგადოებრივ მანკიერებებზე მშვიდ მსჯელობას. ვინც მზად არ არის, ხმამაღლა გამოთქვას საკუთარი აზრები, პესიმისტი ხდება, რადგან მათ იდეალისტურ ნატურას სამყაროს უსამართლობების ატანა არ ძალუძს.22 თებერვალს დაბადებულებს ძლიერი მოვალეობის გრძნობა აქვთ, ამიტომ ხანდახან სიმკაცრე ახასიათებთ. იტანჯებიან, როცა საკუთარი ფასეულობების წინააღმდეგ უწევთ მოქმედება და მნიშვნელობა არა აქვს, ეს თუ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. ისინი ნაკლებად კრიტიკული უნდა იყვნენ საკუთარი თავის მიმართ და რეალობა აღიქვან ისეთად, როგორიც ის არის. როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>მომთხოვნი არიან ისინი არა მხოლოდ თავიანთი თავის, არამედ სხვების მიმართაც და ხშირად მათი მოთხოვნები, უბრალოდ, შეუსრულებელია. ამ დღეს დაბადებულები არასდროს ამბობენ უარს დახმარებაზე, თუმცა, ყოველთვის ღიად აფიქსირებენ საკუთარ სიმპათიასა თუ ანტიპათიას.ჯანმრთელობა22 თებერვალს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან; მაგრამ თუ ერთხელ ცუდად გახდნენ, შემდეგ იწყებენ ზრუნვას და სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას. გატაცებული ხდებიან მედიცინითა და ჰომეოპათიით. მათთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა, უნდა მოერიდონ ცხიმიან საკვებს, მიიღონ ვიტამინები, მიირთვან ბევრი ხილი, ბოსტნეული. ფიზიკური დატვირთვებიდან მათ წაადგებათ სირბილი, აერობიკა, ცურვა, ძალოსნობა, ალპინიზმი.რჩევა:ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და კატეგორიული საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ცხოვრება შეცდომების გარეშე არ არსებობს, ამიტომ მიეცით ნება თავსაცა და სხვებსაც, დაუშვან შეცდომები. პასუხისმგებლობა აიღეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გენდნენ. გახსოვდეთ - თქვენ პიროვნება ხართ, დააფასეთ საკუთარი თავი.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20190315/zodiaqos-niSnebi-sul-sxva-rakursiT-244676343.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24298/82/242988227_46:0:1873:1370_1920x0_80_0_0_b08bcdfbb0c99aabbb2a5cc7a91a8ac1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
22 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 22 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.
მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.
ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.
22 თებერვალს დაბადებულები
22 თებერვალს დაბადებულები მორცხვი, მორიდებული მერყევი და ფრთხილი, ამავე დროს, შრომისმოყვარე და მომთმენი, რაციონალური ადამიანები არიან. ახალგაზრდობაში ბევრი სირთულე და უსიამოვნება შეიძლება შეხვდეთ, მაგრამ თუ საკუთარ გამოცდილებასა და შეცდომებს გაითვალისწინებენ, შეძლებენ დასახული გეგმისკენ სვლასა და წარმატების მიღწევას. ამაში მათ შრომისმოყვარეობა, მიტევებისა და თმენის უნარი დაეხმარება.
22 თებერვალს დაბადებულებს შეუძლიათ მაღალი მიზნების გულისთვის საკუთარი ეგოიზმის ჩახშობა. მათი შინაგანი სამყარო მდიდარი, რთული და ცოტა დაბნეულია. არიან ძალზე ემოციური, მაგრამ ემოციების აქტიურ გავლენას თავიანთ ცხოვრებაზე უმკლავდებიან. ისინი ღრმად არიან დარწმუნებული, რომ გარშემომყოფები კეთილი ადამიანები არიან, ამიტომ მათი პატრიოტიზმი და დემოკრატიულობა უმაღლეს საფეხურს აღწევს.
შეუძლიათ ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება, მათ შორის - ქვეყნის უმაღლესი პოსტისაც კი. მეტად განვითარებულ პიროვნებებს აქვთ საკუთარი წარმოდგენები და იდეალები, რომლებიც ვერ თავსდება ტერიტორიულ, ეროვნულ თუ რაიონულ საზღვრებში. არიან რა იდეალისტები, მოუწოდებენ ყველას საზოგადოებრივი თავისუფლებისკენ, ოცნებობენ საყოველთაო ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ბრძოლის, ტირანიისა და დისკრიმინაციის გარეშე.
ამ დღეს დაბადებული ნაკლებად განვითარებული ადამიანები საზოგადოების წინაშე თავს უსუსურად გრძნობენ, თუმცა გარესამყაროს უსამართლობას ხედავენ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ უსაქმურობას და საზოგადოებრივ მანკიერებებზე მშვიდ მსჯელობას. ვინც მზად არ არის, ხმამაღლა გამოთქვას საკუთარი აზრები, პესიმისტი ხდება, რადგან მათ იდეალისტურ ნატურას სამყაროს უსამართლობების ატანა არ ძალუძს.
22 თებერვალს დაბადებულებს ძლიერი მოვალეობის გრძნობა აქვთ, ამიტომ ხანდახან სიმკაცრე ახასიათებთ. იტანჯებიან, როცა საკუთარი ფასეულობების წინააღმდეგ უწევთ მოქმედება და მნიშვნელობა არა აქვს, ეს თუ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. ისინი ნაკლებად კრიტიკული უნდა იყვნენ საკუთარი თავის მიმართ და რეალობა აღიქვან ისეთად, როგორიც ის არის.
მომთხოვნი არიან ისინი არა მხოლოდ თავიანთი თავის, არამედ სხვების მიმართაც და ხშირად მათი მოთხოვნები, უბრალოდ, შეუსრულებელია. ამ დღეს დაბადებულები არასდროს ამბობენ უარს დახმარებაზე, თუმცა, ყოველთვის ღიად აფიქსირებენ საკუთარ სიმპათიასა თუ ანტიპათიას.
22 თებერვალს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან; მაგრამ თუ ერთხელ ცუდად გახდნენ, შემდეგ იწყებენ ზრუნვას და სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას. გატაცებული ხდებიან მედიცინითა და ჰომეოპათიით. მათთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა, უნდა მოერიდონ ცხიმიან საკვებს, მიიღონ ვიტამინები, მიირთვან ბევრი ხილი, ბოსტნეული. ფიზიკური დატვირთვებიდან მათ წაადგებათ სირბილი, აერობიკა, ცურვა, ძალოსნობა, ალპინიზმი.
ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და კატეგორიული საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ცხოვრება შეცდომების გარეშე არ არსებობს, ამიტომ მიეცით ნება თავსაცა და სხვებსაც, დაუშვან შეცდომები. პასუხისმგებლობა აიღეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გენდნენ. გახსოვდეთ - თქვენ პიროვნება ხართ, დააფასეთ საკუთარი თავი.