https://sputnik-georgia.com/20230221/yalbi-dokumentebis-mesveobit-uaqcizo-sigaretis-realizaciaze-5-adamiani-daakaves-275073747.html
ყალბი დოკუმენტების მეშვეობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
ყალბი დოკუმენტების მეშვეობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T11:37+0400
2023-02-21T11:37+0400
2023-02-21T20:45+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22822/37/228223743_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_0e392d0c2adfc104cf1c40c1c2d26959.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციიის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.გამოძიება ბრალდებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გულგრილობასა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციას ედავება. დაკავებულებს შორის არიან ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელი.გამოძიებამ დაადგინა, რომ ეკონომიკის სამინისტროს „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმი უნდა გაენადგურებინა.თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული 5 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს.უწყების ცნობით, აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22822/37/228223743_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_1328c3ce75ac5bb731d742bc9c233c50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ყალბი დოკუმენტების მეშვეობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს
11:37 21.02.2023 (განახლებულია: 20:45 21.02.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციიის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიება ბრალდებულებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გულგრილობასა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციას ედავება. დაკავებულებს შორის არიან ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეკონომიკის სამინისტროს „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმი უნდა გაენადგურებინა.
„უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კომპანიის დირექტორი თანამშრომელთან ერთად აყალბებდა და ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით ახდენდნენ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული 5 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.