რას გვამცნობს ხალები სახეზე: საბედისწერო მნიშვნელობა და პიროვნული თვისებები

© Pexels / Ron Lachქალის სახე
ქალის სახე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
რამდენიმე საუკუნის წინ სახეზე და სხეულის გამოსაჩენ ადგილებზე ხალების არსებობა არაერთხელ გამხდარა არა მარტო უსიამოვნების, არამედ უბედურების მიზეზიც კი. ეს იმიტომ, რომ ხალხში გავრცელებული რწმენით, ხალით „დაღდასმული“ ადამიანები ეშმაკის მსახურები იყვნენ.
დიახ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხალიანები ალქაჯებად და ჯადოქრებად მიიჩნეოდნენ. ამიტომ ზოგ ქვეყანაში მათ სასტიკ დაკითხვასაც უწყობდნენ და კოცონზეც ხშირად წვავდნენ.
სინამდვილეში კი ხალს ბევრი რამ შეუძლია გამცნოთ ადამიანის ხასიათსა თუ ბედზე. თუმცა, როგორც ამბობენ, მნიშვნელობა ჰქონია იმასაც, ეს ხალი თანდაყოლილია თუ ბავშვობაში გაჩენილი, რადგან სწორედ ამ ორი სახის ხალები განსაზღვრავს „მფლობელის“ ბედისწერასა და როგორობას — სასიყვარულო ურთიერთობებშიც კი.

მაშ ასე, თუ გაქვთ ხალი:

შუბლზე, „მესამე თვალის“ ადგილზე — ე.ი. ბრწყინვალე ინტუიციით ხართ დაჯილდოებული, გაქვთ ლოგიკური აზროვნება და ამასთან მიდრეკილი ბრძანდებით ოკულტიზმისკენ;
მარჯვენა თვალის ქუთუთოს ზედა კუთხეში — ე.ი. ვნებიანი და ეჭვიანი ადამიანი ხართ;
წარბზე — პოეტური ხასიათი გაქვთ, მიდრეკილი ბრძანდებით გონებრივი პროფესიებისკენ;
თვალის ქვეშ, ღაწვისთავზე — შეგიძლიათ მთლიანად ჩაეფლოთ სიყვარულში, ანუ გახასიათებთ მარადიული სიყვარულის უნარი და შეგიძლიათ გამუდმებით ელოლიავოთ და ეალერსოთ საყვარელ ადამიანს;
მარჯვენა თვალის უპესთან — მკვეთრი ხასიათი გაქვთ, ამიტომ ჩახლართული და მოკლევადიანი სასიყვარულო ურთიერთობები გელით;
ცხვირის კეხზე — გიყვართ მოგზაურობა, ფანტაზიორი და შემოქმედი ნატურის ადამიანი ბრძანდებით;
მარცხენა თვალის უპეზე — ეჭვიანი ხართ და გსურთ უსიტყვოდ გემორჩილებოდნენ;
მარცხენა თვალის ქვედა კუთხეში, ღაწვისთავზე — მგრძნობიარე ნატურა გაქვთ. ცოლქმრულ ურთიერთობაში გამუდმებით ეძებთ ახალ შეგრძნებებსა და განცდებს;
მარცხენა წარბის გაყოლებაზე, საფეთქელთან — გბოჭავთ საკუთარი დანაშაულის შეგრძნება და ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური „ჩამკეტის“ როლს ასრულებს. ამის საფუძველზე გამორიცხული არ არის სპეციფიკური ხასიათის ჩხუბები;
მარცხენა თვალის ქუთუთოს ზედა კუთხეში — შესანიშნავი მეხსიერება გაქვთ და შეგიძლიათ ყველაფერში იპოვოთ სარგებელი;
ცხვირის წვერზე — ფსიქოლოგიურად შებოჭილი ხართ, გაინტერესებთ და ელტვით ყველაფერ აკრძალულს, ამიტომ ხშირად გირთულდებათ სასიყვარულო ურთიერთობები;
მარჯვენა ღაწვზე — მთელი არსებით ეძლევით ვნებას, მაგრამ ურთიერთობები ყოველთვის ჩახლართული გაქვთ;
მარჯვენა ლოყაზე — ხშირად კამათობთ სისულელეებზე, თუმცა მალევე გინდებათ ადამიანთან შერიგება. საქმე ისაა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ფიზიკური კონტაქტის გარეშე ცხოვრება;
ზედა ტუჩის მარჯვენა კუთხე — ე.ი. მისტიკური და ამაღლებული მოწყობის ჭკუა გაქვთ და განსაკუთრებული ბედისწერის მატარებელიც ბრძანდებით;
ზედა ტუჩის შუაში — გიყვართ დამოუკიდებლობა, ყოველთვის ისე იქცევით, როგორც თავად მოგესურვებათ;
ზედა ტუჩის მარცხენა კუთხე — ნამდვილი მეოჯახე ხართ, თავს სრულად ოჯახს უძღვნით;
ცხვირის ნესტო — მაცდური ბრძანდებით, გახასიათებთ შოკისმომგვრელი ქცევები, ხშირად ეხვევით სკანდალებში. გიზიდავთ მრავალფეროვნება სიყვარულში, მაგრამ დაქორწინების შემდეგ ფრიად სერიოზულად ეკიდებით ოჯახს;
ზედა და ქვედა ტუჩების მარჯვენა კუთხე — მგრძნობიარე ნატურა გაქვთ და ფანტაზიორობა და ორიგინალობა გახასიათებთ;
ქვედა ტუჩის ქვეშ მარჯვენა მხარეს — გსურთ გეწვიოთ ერთადერთი და ყოვლისმომცველი სიყვარული, ამიტომ ეჭვითა და სიფრთხილით ეკიდებით ყველას;
მარცხენა ლოყაზე, ყურის ჩამოყოლებაზე — ფსიქოლოგიურად შებოჭილი და დეპრესიული ადამიანი ხართ;
მარცხენა ლოყაზე — ვერ იტანთ ერთფეროვნებას. ეს სასიყვარულო ურთიერთობებშიც იჩენს თავს და ამიტომ ხშირად გაქვთ რაღაც გაურკვეველი კავშირები;
ზედა ტუჩის თავზე მარცხენა მხარეს — ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ერთგული ადამიანი ხართ. ერთადერთი, რასაც ერთგულად ემსახურებით, ისაა, რომ სხვების სილამაზესაც კი სათქვენოდ იყენებთ;
ქვედა ტუჩის ქვეშ მარცხენა მხარეს — ნათელი გონება გაქვთ, ვერ იტანთ ქაოსსა და უწესრიგობას. ცდილობთ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში გქონდეთ. გამუდმებით იზრდებით როგორც სულიერი, ისე მატერიალური კუთხით;
ქვედა ტუჩის ქვეშ, ცენტრში — გამორიცხული არ არის, ფსიქიკაც და ფიზიკური ჯანმრთელობაც დაზიანებული გქონდეთ. თავს გამუდმებით დაუცველად და მოწყვლადად გრძნობთ. არ გაგაჩნიათ ბრძოლისთვის საჭირო შინაგანი ძალა;
ნიკაპის ცენტრში — გსურთ შექმნათ ტრადიციული, მყარი ოჯახი. გიყვართ მშვიდი და სტაბილური ცხოვრება.
ყველა ახალი ამბავი
0