https://sputnik-georgia.com/20230221/stu-sursatis-erovnuli-saagentos-soris-memorandumi-gaformda-275075569.html
ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის მიზანი ორ უწყებას შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაა. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T13:25+0400
2023-02-21T13:25+0400
2023-02-21T17:19+0400
სურსათის ეროვნული სააგენტო
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_0:117:3000:1805_1920x0_80_0_0_7867b5dcd87fbcfe380efc097ad72213.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა (სტუ) და სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა და სეს-ის დირექტორმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.შეთანხმების მიხედვით, ვეტერინარიის მიმართულების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სააგენტოში გაივლიან პრაქტიკას, რაც, უწყების ცნობით, ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.გარდა ამისა, უნივერსიტეტი და სააგენტო ითანამშრომლებენ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.როგორც კარლო კოპალიანმა განაცხადა, ქვეყანაში პროფესიონალ ვეტერინართა ნაკლებობაა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და მოამზადოს შესაბამისი კადრები.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სააგენტო აქტიურად დაუჭერს მხარს და პრაქტიკულად მოამზადებს ახალგაზრდებს.„მხედველობაში მაქვს საველე გასვლები, პროფილაქტიკური აცრები, ნიშანდება, საკარანტინო კონტროლი, რათა მომავალში გვყავდეს პროფესიონალი ვეტერინარები“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.უწყების ცნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეთა მიერ სხვადასხვა აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_331:0:3000:2002_1920x0_80_0_0_5ff26a917fcd47f9b1b054613db1cef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სურსათის ეროვნული სააგენტო, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
13:25 21.02.2023 (განახლებულია: 17:19 21.02.2023) მემორანდუმის მიზანი ორ უწყებას შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაა.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა (სტუ) და სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა და სეს-ის დირექტორმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.
შეთანხმების მიხედვით, ვეტერინარიის მიმართულების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სააგენტოში გაივლიან პრაქტიკას, რაც, უწყების ცნობით, ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი და სააგენტო ითანამშრომლებენ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
როგორც კარლო კოპალიანმა განაცხადა, ქვეყანაში პროფესიონალ ვეტერინართა ნაკლებობაა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და მოამზადოს შესაბამისი კადრები.
„მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასთან ერთად, აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც ნაყოფიერად გამოიყენონ", – აღნიშნა უნივერსიტეტის კანცლერმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სააგენტო აქტიურად დაუჭერს მხარს და პრაქტიკულად მოამზადებს ახალგაზრდებს.
„მხედველობაში მაქვს საველე გასვლები, პროფილაქტიკური აცრები, ნიშანდება, საკარანტინო კონტროლი, რათა მომავალში გვყავდეს პროფესიონალი ვეტერინარები“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეთა მიერ სხვადასხვა აქტივობების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება.