https://sputnik-georgia.com/20230221/saqartvelos-statistikis-samsaxuri-evropashi-erterti-sauketesoa-275104526.html
ახალი რეიტინგი - საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა
ახალი რეიტინგი - საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა
Sputnik საქართველო
ODIN-ის დანიშნულება ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასებაა. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T20:05+0400
2023-02-21T20:05+0400
2023-02-21T22:37+0400
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274981493_0:365:1689:1315_1920x0_80_0_0_a49ac8a9a7ad480ac7081e34148efc5e.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველომ სახელმწიფოთა სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების შეფასების რეიტინგში ევროკავშირის 12 ქვეყანას გადაუსწრო და ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მოხვდა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია Open Data Watch-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის Open Data Inventory (ODIN) რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების შეფასება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით.ანგარიშის თანახმად, საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.ამასთან, გამჭვირვალობის კუთხით საქართველომ 100-დან 76 ქულა დააგროვა, ხოლო მოცვის კუთხით – 100-დან 63 ქულა.ყველაზე მაღალი შეფასება ენერგეტიკის, სავაჭრო ბრუნვის, საბანკო ფინანსებისა და საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკას, ხოლო გამჭვირვალობის კუთხით ეროვნული ანგარიშების, სავაჭრო ბრუნვისა და ფასების ინდექსის სტატისტიკის წარმოებას ერგო.მოცვის კუთხით პრობლემურად დასახელდა განათლების, ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება.გამჭვირვალობის თვალსაზრისით კი ერთადერთი პრობლემა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკაა.ღია მონაცემთა შეფასება 192 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერობს და პირველ ადგილზეა.Open Data Watch – საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტურ შეფასებას აწარმოებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274981493_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_ef4f92d6d21f18b9a42bff6f8d5504bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
ახალი რეიტინგი - საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა
20:05 21.02.2023 (განახლებულია: 22:37 21.02.2023) ODIN-ის დანიშნულება ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასებაა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველომ სახელმწიფოთა სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების შეფასების რეიტინგში ევროკავშირის 12 ქვეყანას გადაუსწრო და ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მოხვდა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია Open Data Watch-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.
Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის Open Data Inventory (ODIN) რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების შეფასება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ამასთან, გამჭვირვალობის კუთხით საქართველომ 100-დან 76 ქულა დააგროვა, ხოლო მოცვის კუთხით – 100-დან 63 ქულა.
ყველაზე მაღალი შეფასება ენერგეტიკის, სავაჭრო ბრუნვის, საბანკო ფინანსებისა და საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკას, ხოლო გამჭვირვალობის კუთხით ეროვნული ანგარიშების, სავაჭრო ბრუნვისა და ფასების ინდექსის სტატისტიკის წარმოებას ერგო.
მოცვის კუთხით პრობლემურად დასახელდა განათლების, ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება.
გამჭვირვალობის თვალსაზრისით კი ერთადერთი პრობლემა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკაა.
ღია მონაცემთა შეფასება 192 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერობს და პირველ ადგილზეა.
Open Data Watch – საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტურ შეფასებას აწარმოებს.