საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო
10:53 21.02.2023 (განახლებულია: 15:37 21.02.2023)
© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილი ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარში, 2022 წლის იანვართან შედარებით, 29,1%-ით გაიზარდა და თითქმის 1,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ექსპორტმა აღნიშნულ პერიოდში 459 მლნ დოლარი შეადგინა – 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38,5%-ით მეტი. იმპორტზე 1 მლრდ დოლარზე მეტი მოდის (+25,2%).
საქართველოს საგარეო ბრუნვა. 2023 წლის იანვარი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 459 | 38,5 |
იმპორტი | 1.002,9 | 25,2 |
სულ | 1.461,8 | 29,1 |
2023 წლის იანვარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 543,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის 37,2%-ია, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან 2023 წლის იანვარში ძირითადი ექსპორტირებული პროდუქცია
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
მსუბუქი ავტომობილები | 104.279,5 | 186,6 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 68.103,8 | 2,7 |
ფეროშენადნობები | 50.814,8 | 61,8 |
აზოტის სასუქები | 20.794,3 | 18,1 |
ავტომობილი ათზე მეტი ადამიანის გადასაყვანად | 17.870,1 | - |
ღვინო | 15.866,6 | 8,1 |
მსუბუქი ავტომობილების წილი ექსპორტის მთელ მოცულობაში შეადგენს 22,7%-ს.
სიის მეცხრე ადგილზე და ექსპორტის ზრდის დონით მეორე ადგილზეა (მსუბუქი ავტომობილების შემდეგ) სიგარები, სიგარელები და თამბაქოს სიგარეტები ან მისი შემცვლელები – 154,6%.
ათ ძირითად ექსპორტირებულ საქონელს შორის შემცირება დაფიქსირდა მხოლოდ თხილის შემთხვევაში – მინუს 1,8%.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში 2022 წლის იანვარში იმპორტირებული ძირითადი პროდუქცია
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
ნავთობის გაზი და ნახშირწყალბადები | 92.065,3 | 40,3 |
მსუბუქი ავტომობილები | 1.235,6 | -11 |
ნავთობპროდუქტები | 82.328 | 13,2 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 71.712 | 2.816,8 |
ტელეფონის აპარატები | 28.365,3 | 16,4 |
წამლები | 23.208,4 | -4.6 |
იმპორტის კუთხით ყველაზე მეტად გაიზარდა (თითქმის 29-ჯერ) და მეორე ადგილზე აღმოჩნდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები.
პირველ ადგილზეა ავტომობილები, რომლებიც 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანადაა განკუთვნილი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის იანვართან შედარებით თითქმის 26-ჯერ გაიზარდა.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარში პირველი ადგილი რუსეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 263 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 18%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2023 წლის იანვარში
ქვეყნები | მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
რუსეთი | 263.579 | 104,9 |
თურქეთი | 196.086,3 | 14,2 |
აზერბაიჯანი | 120.435,7 | -2,8 |
სომხეთი | 99.767,9 | 206 |
ჩინეთი | 96.918,2 | 7 |
ამასთან, სომხეთი ლიდერობს არა მხოლოდ საქართველოდან ექსპორტის ზრდის კუთხით (235,6%), არამედ ასევე იმპორტის კუთხით (153,7%)
რაც შეეხება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულს, აქ 41-ჯერ გაიზარდა იმპორტი ინდონეზიიდან და 25-ჯერ გაიზარდა ექსპორტი პერუში.