https://sputnik-georgia.com/20230221/ra-vitarebaa-saavtomobilo-gzebze-275080792.html
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები
უამინდობის გამო საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T15:26+0400
2023-02-21T15:26+0400
2023-02-21T21:13+0400
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938574_0:146:1560:1024_1920x0_80_0_0_05ca2d5a9d573bd3a37d63524a243d67.jpg
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ჯვარი–ხაიშის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 30-70 კმ).ამასთან, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ხაიში–უშგულის მონაკვეთზე (ამავე საავტომობილო გზის 70-186 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის 1-70 კმ მონაკვეთზე (ზუგდიდი–ხაიში) კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა სურამის კვანძი–საქასრიის მონაკვეთზეც (თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132–163 კმ).ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზეც.მესტიაში ზვავი ჩამოწვა: ჩაკეტილია საავტომობილო გზა>>ამავე საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938574_0:0:1560:1170_1920x0_80_0_0_77f17e234621ace3cef667cd352d0852.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო მონაცემები
15:26 21.02.2023 (განახლებულია: 21:13 21.02.2023) უამინდობის გამო საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ჯვარი–ხაიშის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 30-70 კმ).
ამასთან, დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო ხაიში–უშგულის მონაკვეთზე (ამავე საავტომობილო გზის 70-186 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის 1-70 კმ მონაკვეთზე (ზუგდიდი–ხაიში) კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა სურამის კვანძი–საქასრიის მონაკვეთზეც (თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132–163 კმ).
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზეც.
ამავე საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.