https://sputnik-georgia.com/20230221/putinis-mtavari-gzavnilebi-vitareba-ukrainashi-dasavletis-braleuloba-da-chb-gasvla-275110930.html
სიტუაცია უკრაინაში, დასავლეთის ბრალეულობა და CHB-დან გასვლა: პუტინის მთავარი გზავნილები
სიტუაცია უკრაინაში, დასავლეთის ბრალეულობა და CHB-დან გასვლა: პუტინის მთავარი გზავნილები
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს... 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T21:55+0400
2023-02-21T21:55+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275119630_0:478:2792:2048_1920x0_80_0_0_577aacf773509771fbbf34836f9f5635.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს შეეხო.პუტინის მიმართვა 1,45 საათი გაგრძელდა. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა იყო პარლამენტში. სახელმწიფოს მეთაურმა თავის მოხსენებაში დასავლეთი 24-ჯერ ახსენა, აშშ – 11-ჯერ, ნატო – 10-ჯერ და 19-ჯერ – უკრაინა. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებიდან (CHB III) გასვლარუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას (CHB III), განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, სანამ საკითხის განხილვას დაუბრუნდებიან, საჭიროა იმის გაგება, თუ როგორ უნდა მოხდეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ბირთვული არსენალის გათვალისწინება.რუსეთმა CHB III-ში მონაწილეობა შეაჩერა: პუტინმა მიზეზები განმარტა>>>პუტინმა აბსურდის თეატრი უწოდა ნატოს მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე. მისი თქმით, დასავლეთი პირდაპირ კავშირშია უკრაინის მცდელობებთან რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზებს დარტყმები მიაყენოს. ამისთვის გამოყენებული დრონები ნატოს სპეციალისტების ხელშეწყობით იყო „აღჭურვილი და მოდერნიზებული“. „ახლა მათ ასევე სურთ ჩვენი თავდაცვითი ობიექტების დათვალიერება. დღევანდელი დაპირისპირების თანამედროვე პირობებში ეს უბრალოდ ჟღერს როგორც სისულელე", – დასძინა პუტინმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ნატოს მეშვეობით მოსკოვს ულტიმატუმს უყენებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი ყველა პუნქტის შესრულებას მოითხოვს, იმ დროს, როდესაც თავად გეგმავს „მოიქცეს ისე, როგორც უნდა“.პუტინმა უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაში დასავლური ელიტა დაადანაშაულა>>>ამასთან, პუტინმა მხარი დაუჭირა ნატოს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებასთან შეერთებას. „ნატომ თავისი კოლექტიური განცხადებით ფაქტობრივად გააკეთა განაცხადი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმებაში მონაწილეობაზე. ჩვენ ამას ვეთანხმებით, კი ბატონო. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ საკითხის ასე დაყენება დიდი ხანია მომწიფდა", – თქვა პუტინმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი. „ნატოს შემადგენლობაში ხომ მხოლოდ ერთი ბირთული სახელმწიფო არაა, აშშ-ს, ბრიტანეთსაც და საფრანგეთსაც აქვთ ბირთვული არსენალი. ისინი იხვეწებიან და ვითარდებიან. და ასევე ისინი ჩვენს წინააღმდეგ არიან მომართული, ისინი ხომ ასევე მომართულია რუსეთის წინააღმდეგ", – განაცხადა პუტინმა. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება ეს არის ბირთვული იარაღის ერთადერთი რუსულ-ამერიკული კონტროლის რეჟიმი. მისი მოქმედების ვადა 2026 წელს იწურება. პუტინი: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ეშმაკსაც გამოიყენებს>>>მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაიწყეს ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ მომავალი შეთანხმების პარამეტრების შეთანხმება, მაგრამ დიალოგი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეწყდა.დასავლეთის ბრალეულობა უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტას ეკისრება, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. დასავლეთი მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება რუსეთთან საბრძოლველად, მათ შორის ტერორისტები და ნეონაცისტები, ოღონდ კი მის მიზნებს მოემსახურონ, მიაჩნია პუტინს. „მათ (დასავლეთს), ბოდიში მოვეტონისთვის, მიუფურთხებიათ, თუ ვისზე დადებენ ფსონს რუსეთთან ბრძოლაში. მთავარია, რომ იბრძოლონ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყველას გამოყენება შეიძლება. ჩვენ ვნახეთ, რომ ასეც მოხდა. ტერორისტებიც, ნეონაცისტებიც... ოღონდ მათი ნება შეასრულონ – იმსახურონ რუსეთის წინააღმდეგ იარაღად“, – განაცხადა პუტინმა. ხალხი არაფერ შუაშია რუსეთი არ ომობს უკრაინელ ხალხთან, უკრაინელი ხალხი კიევის რეჟიმის და მისი დასავლელი ბატონების მძევალი გახდა, განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი იცავს საკუთარ სახლს და ხალხის სიცოცხლეს. „ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, საკუთარ სახლს, ხოლო დასავლეთის მიზნები კი შეუზღუდავი ძალაუფლებაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა" და „უკრაინის ტერიტორიების დაკავება რუსეთის ფედერაციის გეგმებში არ შედის“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275119630_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_84820ce379dae3b153d4086d561be799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს შეეხო.
პუტინის მიმართვა 1,45 საათი გაგრძელდა. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა იყო პარლამენტში. სახელმწიფოს მეთაურმა თავის მოხსენებაში დასავლეთი 24-ჯერ ახსენა, აშშ – 11-ჯერ, ნატო – 10-ჯერ და 19-ჯერ – უკრაინა.
სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებიდან (CHB III) გასვლა
რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას (CHB III), განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, სანამ საკითხის განხილვას დაუბრუნდებიან, საჭიროა იმის გაგება, თუ როგორ უნდა მოხდეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ბირთვული არსენალის გათვალისწინება.
პუტინმა აბსურდის თეატრი უწოდა ნატოს მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე.
„მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გაიჟღერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებამ ფაქტობრივი მოთხოვნებით რუსეთის მიმართ, როგორც ისინი ამბობენ, „დაუბრუნდეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების შესრულებას", ჩვენს ბირთვულ თავდაცვით ობიექტებზე ინსპექციის დაშვების ჩათვლით. არ ვიცი ამას რა დავარქვა. ეს რაღაც აბსურდის თეატრია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დასავლეთი პირდაპირ კავშირშია უკრაინის მცდელობებთან რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზებს დარტყმები მიაყენოს. ამისთვის გამოყენებული დრონები ნატოს სპეციალისტების ხელშეწყობით იყო „აღჭურვილი და მოდერნიზებული“.
„ახლა მათ ასევე სურთ ჩვენი თავდაცვითი ობიექტების დათვალიერება. დღევანდელი დაპირისპირების თანამედროვე პირობებში ეს უბრალოდ ჟღერს როგორც სისულელე", – დასძინა პუტინმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ნატოს მეშვეობით მოსკოვს ულტიმატუმს უყენებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი ყველა პუნქტის შესრულებას მოითხოვს, იმ დროს, როდესაც თავად გეგმავს „მოიქცეს ისე, როგორც უნდა“.
ამასთან, პუტინმა მხარი დაუჭირა ნატოს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებასთან შეერთებას.
„ნატომ თავისი კოლექტიური განცხადებით ფაქტობრივად გააკეთა განაცხადი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმებაში მონაწილეობაზე. ჩვენ ამას ვეთანხმებით, კი ბატონო. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ საკითხის ასე დაყენება დიდი ხანია მომწიფდა", – თქვა პუტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი.
„ნატოს შემადგენლობაში ხომ მხოლოდ ერთი ბირთული სახელმწიფო არაა, აშშ-ს, ბრიტანეთსაც და საფრანგეთსაც აქვთ ბირთვული არსენალი. ისინი იხვეწებიან და ვითარდებიან. და ასევე ისინი ჩვენს წინააღმდეგ არიან მომართული, ისინი ხომ ასევე მომართულია რუსეთის წინააღმდეგ", – განაცხადა პუტინმა.
სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება ეს არის ბირთვული იარაღის ერთადერთი რუსულ-ამერიკული კონტროლის რეჟიმი. მისი მოქმედების ვადა 2026 წელს იწურება.
მოსკოვმა და ვაშინგტონმა დაიწყეს ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ მომავალი შეთანხმების პარამეტრების შეთანხმება, მაგრამ დიალოგი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ შეწყდა.
უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტას ეკისრება, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მის მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დასავლურ ელიტას. და, რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომლისთვისაც უკრაინელი ხალხი არსებითად უცხოა“, – ციტირებს პუტინს РИА Новости.
დასავლეთი მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება რუსეთთან საბრძოლველად, მათ შორის ტერორისტები და ნეონაცისტები, ოღონდ კი მის მიზნებს მოემსახურონ, მიაჩნია პუტინს.
„მათ (დასავლეთს), ბოდიში მოვეტონისთვის, მიუფურთხებიათ, თუ ვისზე დადებენ ფსონს რუსეთთან ბრძოლაში. მთავარია, რომ იბრძოლონ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყველას გამოყენება შეიძლება. ჩვენ ვნახეთ, რომ ასეც მოხდა. ტერორისტებიც, ნეონაცისტებიც... ოღონდ მათი ნება შეასრულონ – იმსახურონ რუსეთის წინააღმდეგ იარაღად“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთი არ ომობს უკრაინელ ხალხთან, უკრაინელი ხალხი კიევის რეჟიმის და მისი დასავლელი ბატონების მძევალი გახდა, განაცხადა პუტინმა.
„ჩვენ არ ვომობთ უკრაინის ხალხთან. ამაზე მე უკვე არაერთხელ ვთქვი. თავად უკრაინელი ხალხი გახდა კიევის რეჟიმის და მისი დასავლელი ბატონების მძევალი, რომლებმაც ფაქტობრივად ოკუპირება მოახდინეს ამ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით", – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი იცავს საკუთარ სახლს და ხალხის სიცოცხლეს. „ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, საკუთარ სახლს, ხოლო დასავლეთის მიზნები კი შეუზღუდავი ძალაუფლებაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა" და „უკრაინის ტერიტორიების დაკავება რუსეთის ფედერაციის გეგმებში არ შედის“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.