მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიდერლანდის დაზვერვამ რუსეთი შპიონაჟსა და დივერსიის სამზადისში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2023
გამოწერა
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ნიდერლანდის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორები რუსეთის მხრიდან დივერსიის რისკების შესახებ გააფრთხილეს, იუწყება სააგენტო Reuters.
დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი ბოლო დროს აქტიურად აგროვებს სადაზვერვო ინფორმაციას ჩრდილოეთის ზღვის ჰოლანდიურ ნაწილში არსებული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის შესახებ, რაც „შპიონაჟსა და დივერსიული ოპერაციების მომზადებაზე მიუთითებს“.
ნიდერლანდის სპეცსამსახურების ერთობლივი მოხსენების თანახმად, რუსეთი წყალქვეშა ინტერნეტკაბელებზე, ოფშორულ ქარის ელექტროსადგურებსა და გაზსადენებზე გეგმავს დივერსიას.

„ბოლო თვეებში რუსები ცდილობენ გაიგონ, როგორ მუშაობს ენერგეტიკული სისტემა ჩრდილოეთის ზღვაში. მათ ძალიან აინტერესებთ, როგორ შეიძლება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსია. რუსეთი ფარულად ადგენს კრიტიკული ინფრასტრუქტურის რუკებს და მისი დივერსიისთვის ემზადება“, — განაცხადა ნიდერლანდის სამხედრო დაზვერვისა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა იან სვილენსმა.

მისი თქმით, ნიდერლანდის სანაპირო დაცვამ ჩრდილოეთის ზღვაში რუსული ხომალდი აღმოაჩინა, რომელიც რუკაზე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დატანას ცდილობდა. მაგრამ რუსული ოპერაცია ჩაიშალა, ვინაიდან ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და სანაპირო დაცვამ ხომალდი იძულებით გაიყვანეს ჩრდილოეთის ზღვიდან.
მანამდე, გასულ კვირაში ნიდერლანდის ხელისუფლებამ რუსეთი დიპლომატიური საფარველით ქვეყანაში ჯაშუშების შეყვანაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსი დიპლომატების ნაწილს ქვეყნიდან გააძევებენ.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0