https://sputnik-georgia.com/20230221/kalazeukrainasta-urtiertobebze-275103057.html
„პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი“ - კალაძე უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ
„პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი“ - კალაძე უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ხელისუფლების უარზე უკრაინაში წასვლაზე. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T19:02+0400
2023-02-21T19:02+0400
2023-02-21T22:27+0400
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_0:62:1282:783_1920x0_80_0_0_654c3007beef62d74e37f55ea9c0c552.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ცალმხრივი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების საკითხის კომენტარისას.დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ უარი თქვეს უკრაინაში გამგზავრებაზე კონფლიქტის დაწყებიდან ერთ წელთან დაკავშირებით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ოფიციალური მიწვევა არ ყოფილა, იყო მხოლოდ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთა დონეზე კომუნიკაცია. უარის არგუმენტად პაპუაშვილმა დაასახელა დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს.მაგალითად კალაძემ მოიყვანა უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან 2022 წლის მარტის ბოლოს, რასაც არანაირი განმარტება არ მოჰყოლია.მან კიდევ ერთხელ უსურვა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობა.„ძალიან დიდი უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.უფრო ადრე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის სივრცე აღარ დარჩა მეორე ფრონტის შესახებ ღია მოწოდებების გამო, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების გამო.„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადის მიწვევაზე უარი განაცხადა>>თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეაფასა, როგორც ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორება მის მიმართ. უკრაინის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის ინტერესების დაცვას, რომელიც „უნდა გათავისუფლდეს“.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397687_70:0:1206:852_1920x0_80_0_0_90cee8aade27ccbdd1c5a5147bc420dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა
კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, უკრაინა
„პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი“ - კალაძე უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ
19:02 21.02.2023 (განახლებულია: 22:27 21.02.2023) „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ხელისუფლების უარზე უკრაინაში წასვლაზე.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ცალმხრივი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების საკითხის კომენტარისას.
დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ უარი თქვეს უკრაინაში გამგზავრებაზე კონფლიქტის დაწყებიდან ერთ წელთან დაკავშირებით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ოფიციალური მიწვევა არ ყოფილა, იყო მხოლოდ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთა დონეზე კომუნიკაცია. უარის არგუმენტად პაპუაშვილმა დაასახელა დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი. ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მაგალითად კალაძემ მოიყვანა უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან 2022 წლის მარტის ბოლოს, რასაც არანაირი განმარტება არ მოჰყოლია.
მან კიდევ ერთხელ უსურვა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მშვიდობა.
„ძალიან დიდი უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
უფრო ადრე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის სივრცე აღარ დარჩა მეორე ფრონტის შესახებ ღია მოწოდებების გამო, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეაფასა, როგორც ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორება მის მიმართ. უკრაინის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის ინტერესების დაცვას, რომელიც „უნდა გათავისუფლდეს“.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.