https://sputnik-georgia.com/20230221/benzingasamart-sadgurebze-sawvavis-xarisxi-sheamowmes-275104376.html
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს
Sputnik საქართველო
დარღვევები მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში გამოვლინდა. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T19:43+0400
2023-02-21T19:43+0400
2023-02-21T22:33+0400
საქართველო
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/07/272786443_0:22:2000:1147_1920x0_80_0_0_955b988ee8ff30492575a863a3407856.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის ასამდე ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს, იუწყება დეპარტამენტის პრეს-სამსახური.საერთო ჯამში სპეციალისტებმა ჰაერის საწვავით დაბინძურების ხარისხის შემოწმების მიზნით ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი აიღეს. კერძოდ, სპეციალისტებმა შეამოწმეს პროდუქციის შესაბამისობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევები მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში დაფიქსირდა. კერძოდ, 50-დან 29 ნიმუში არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ ხარისხს. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.ინსპექტორებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობამ 3.350 ათას ლარს გადააჭარბა. საქმის მასალები სასამართლოშია წარდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/07/272786443_201:0:1978:1333_1920x0_80_0_0_464291c12452f79406db1163253a265c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს
19:43 21.02.2023 (განახლებულია: 22:33 21.02.2023) დარღვევები მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში გამოვლინდა.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის ასამდე ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს, იუწყება დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
საერთო ჯამში სპეციალისტებმა ჰაერის საწვავით დაბინძურების ხარისხის შემოწმების მიზნით ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი აიღეს. კერძოდ, სპეციალისტებმა შეამოწმეს პროდუქციის შესაბამისობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.
ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევები მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში დაფიქსირდა. კერძოდ, 50-დან 29 ნიმუში არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ ხარისხს. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.
ინსპექტორებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობამ 3.350 ათას ლარს გადააჭარბა. საქმის მასალები სასამართლოშია წარდგენილი.