https://sputnik-georgia.com/20230221/basilasvili-dohas-turnirze-mainc-itamasebs-275076445.html
ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე მაინც ითამაშებს
ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე მაინც ითამაშებს
Sputnik საქართველო
ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ალექსანდრ მიულერი იქნება. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T13:04+0400
2023-02-21T13:04+0400
2023-02-21T16:21+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251891303_0:0:2825:1589_1920x0_80_0_0_4086542160b88a7b3d231795f4477d5d.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც კვირას დოჰას ტურნირს დაემშვიდობა, მაინც მიიღებს მასში მონაწილეობას.მოხდა ისე, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯეკ დრეიპერი შეჯიბრებიდან ბოლო წუთს მოხსნეს და მისი ადგილი ბასილაშვილმა დაიკავა.ქართველი ჩოგბურთელი მატჩს 21 თებერვალს ტურნირის ძირითად ბადეში 26 წლის ფრანგ ალექსანდრ მიულერის წინააღმდეგ გამართავს. ფრანგს ATP-ს რეიტინგში 173-ე ადგილი უკავია, ხოლო ბასილაშვილს – 84-ე.მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ რაუნდში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროუდისთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციები ATP-ს რეიტინგში წინა სეზონის შემდეგ სერიოზულად გაუარესდა. 2023 წლის დასაწყისიდან ჩოგბურთელმა ცხრა მატჩი გამართა და მხოლოდ სამში გაიმარჯვა.ბასილაშვილი დოჰა-2021-ის გამარჯვებულია, გასულ წელს კი ფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტისთან წააგო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251891303_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_57572c35a3d695bc80fcd537da2b711a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე მაინც ითამაშებს
13:04 21.02.2023 (განახლებულია: 16:21 21.02.2023) ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ალექსანდრ მიულერი იქნება.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც კვირას დოჰას ტურნირს დაემშვიდობა, მაინც მიიღებს მასში მონაწილეობას.
მოხდა ისე, რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯეკ დრეიპერი შეჯიბრებიდან ბოლო წუთს მოხსნეს და მისი ადგილი ბასილაშვილმა დაიკავა.
ქართველი ჩოგბურთელი მატჩს 21 თებერვალს ტურნირის ძირითად ბადეში 26 წლის ფრანგ ალექსანდრ მიულერის წინააღმდეგ გამართავს. ფრანგს ATP-ს რეიტინგში 173-ე ადგილი უკავია, ხოლო ბასილაშვილს – 84-ე.
მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ რაუნდში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროუდისთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიციები ATP-ს რეიტინგში წინა სეზონის შემდეგ სერიოზულად გაუარესდა. 2023 წლის დასაწყისიდან ჩოგბურთელმა ცხრა მატჩი გამართა და მხოლოდ სამში გაიმარჯვა.
ბასილაშვილი დოჰა-2021-ის გამარჯვებულია, გასულ წელს კი ფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტისთან წააგო.