სპეცოპერაცია ესპანეთში: დაკავებულ ქართველებს შორის 5 ქალია

© photo: Sputnik / Jordi Boyshareu / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა დამნაშავეთა წრე კიდევ გაიზარდოს.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს, რომელთა შორის ხუთი ქალია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალები ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩხრეკა შვიდ მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ასევე ელექტრონული მოწყობილობები. მათ შორის მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები.
მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს >>
დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის გაქურდვა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ.
საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0