https://sputnik-georgia.com/20230220/saqartvelom-da-azerbaijanma-samxedro-sferosi-tanamsromloba-ganixiles-275060841.html
საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს
საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს
Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის მეთაურს შეხვდა. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T21:00+0400
2023-02-20T21:00+0400
2023-02-20T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275053294_3:0:2072:1164_1920x0_80_0_0_9c72a1589e0ac1dee8787513708e6cdb.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.ბაქოში გამართულ შეხვედრაზე სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავდაცვის კუთხით სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს >>ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზეა, ერთობლივი „ზამთრის წვრთნები-2023“ კი, რომელიც ამას წინათ ყარსში ჩატარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეიარაღებულ ძალებს შორის გამოცდილების გაზიარების საქმეში და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში.საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონულ უსაფრთხოებას უწყობს ხელს.ვიზიტის ფარგლებში მათიაშვილი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მეთაურს ქერიმ ვალიევსაც შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ვითარდება არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, და ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.მხარეებმა აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი წვრთნებისა და სამუშაო შეხვედრების ინტენსივობის გაზრდის საკითხები განიხილეს.დასასრულს საქართველოს დელეგაციამ მოინახულა სამეთაურო პუნქტი, სადაც პირად შემადგენლობას შეხვდა და პირობებს გაეცნო.საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის 2012 წელს დაიწყო.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275053294_520:0:2072:1164_1920x0_80_0_0_fdc760e8ab46ed22814a6c9b437949c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს თავდაცვა
საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს
21:00 20.02.2023 (განახლებულია: 22:27 20.02.2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის მეთაურს შეხვდა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ბაქოში გამართულ შეხვედრაზე სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზეა, ერთობლივი „ზამთრის წვრთნები-2023“ კი, რომელიც ამას წინათ ყარსში ჩატარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეიარაღებულ ძალებს შორის გამოცდილების გაზიარების საქმეში და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონულ უსაფრთხოებას უწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში მათიაშვილი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მეთაურს ქერიმ ვალიევსაც შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ვითარდება არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, და ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი წვრთნებისა და სამუშაო შეხვედრების ინტენსივობის გაზრდის საკითხები განიხილეს.
დასასრულს საქართველოს დელეგაციამ მოინახულა სამეთაურო პუნქტი, სადაც პირად შემადგენლობას შეხვდა და პირობებს გაეცნო.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის 2012 წელს დაიწყო.