მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გასაიდუმლოებული ვიზიტის დეტალები: როგორ ჩავიდა ბაიდენი კიევში

© AP Photo / Manuel Balce Ceneta
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს უმკაცრესად გასაიდუმლოებული ვიზიტით ეწვია უკრაინას, კიევში ის პოლონეთის საზღვრიდან ჩავიდა მატარებლით, წერს The New York Times.
გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ვაშინგტონი გაფრთხილების გარეშე დატოვა მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს მეუღლესთან ერთად ივახშმა რესტორანში, რაც იშვიათად ხდება.
სამშაბათს ბაიდენი ვარშავას უნდა სწვეოდა ორდღიანი ვიზიტით, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაც იგეგმებოდა. ამასთან ამერიკის ოფიციალური პირები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ ამ გეგმაში რაიმე ცვლილებები გამორიცხული იყო.
უფრო მეტიც, თეთრმა სახლმა კვირა საღამოს პრეზიდენტის ვარშავული ორშაბათის დღის განრიგიც კი გამოაქვეყნა, თუმცა იმ დროისათვის ჯო ბაიდენი უკვე უკრაინის გზას ადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი კიევში 20 თებერვლის დილის 8 საათისთვის ჩავიდა მატარებლით. ის ჯერ აშშ-ის ელჩ ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა, შემდეგ კი მარიინსკის სასახლეს ეწვია, სადაც მას ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდებოდა მეუღლესთან, ელენასთან ერთად.
როდესაც მასმედიით ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა-მოლაპარაკებები უკვე შემდგარი იყო.
შეხვედრის შემდეგ ბაიდენი და ზელენსკი მიხაილოვსკის მოედანზე მდებარე მემორიალს ეწვივნენ დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ეს ყოველივე საჰაერო განგაშის ფონზე ხდებოდა, რომელიც, უკრაინული პრესის ცნობით, სპეციალურად ჩაირთო იმ მომენტისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის გამოუცხადებელი ვიზიტი კიევში რუსეთის ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვამდე ერთი დღით ადრე შედგა, რა დროსაც რუსეთის ლიდერი, სავარაუდოდ, ქვეყნის სამხედრო ძალისხმევებზე ისაუბრებს.
წესით, ჯო ბაიდენი სამშაბათს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას უნდა შეხვედროდა, მოგვიანებით კი ვარშავის სასახლეში გამოსულიყო სიტყვით. ამგვარად იქმნებოდა ვითარება, როდესაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთდროულად ისაუბრებდნენ უკრაინაზე ერთსა და იმავე დღეს.
ამ დროისათვის უცნობია, შეიცვლება თუ არა ბაიდენის გრაფიკი კიევში ვიზიტის გამო. თუმცა, არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერი კიევიდან პოლონეთში უკვე გაემგზავრა.
ყველა ახალი ამბავი
0