რა სარგებლობა მოაქვს... წურბელას

© Pixabay / EllWiწურბელა
წურბელა  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
წურბელებით მკურნალობენ ოსტეოქონდროზს, ვარიკოზს, გაცხიმოვნებას (ჭარბ წონას), შაქრიან დიაბეტს, სისხლის მიმოქცევის, სუნთქვითი ორგანოების, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, უროლოგიურ, ენდოკრინულ, გინეკოლოგიურ, ნერვულ, კანისა და სხვა დაავადებებს.
წურბელა სულაც არაა ისეთი არსება, რომელიც მხოლოდ სხვას აცლის სისხლს და თვითონ არაფერს გასცემს. პირიქით, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წურბელა იმდენ აქტიურ ნივთიერებას გამოყოფს, რომ მას ბუნებრივ აფთიაქსაც კი უწოდებენ.
ჰირუდოთერაპია, ანუ წურბელებით მკურნალობა (ბერძნულად „ბდელოთერაპია“) მრავალი დაავადების მკურნალობის უძველესი მეთოდია, მისი ისტორია დაახლოებით 5000 წელს ითვლის. წურბლებით მკურნალობა ფართოდ გამოიყენებოდა ძველი ჩინეთის, ინდოეთის, აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების, ასევე ევროპის მედიცინაში.
დღეს მკურნალობის ეს მეთოდი ბევრს არ მოსწონს, რადგან წურბელებთან კონტაქტი სასიამოვნო შეგრძნებას ნამდვილად არ იწვევს, თუმცა, 21-ე საუკუნეში ჰირუდოთერაპია ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. უკანასკნელმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ სამედიცინო წურბელა წარმოადგენს ბუნებრივ აფთიაქს, რომელიც 100-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მატარებელია.
დედამიწაზე 400-მდე სახეობის წურბელააა გავრცელებული. ისინი მტკნარ ტბებსა და გამდინარე ჭაობებში ბინადრობენ. მათ შორის სამკურნალოდ გამოიყენება 3 სახეობა: სააფთიაქო, სამკურნალო და აღმოსავლური.
ამჟამად სამკურნალო წურბელების რაოდენობა შემცირებულია, ამიტომ ისინი სპეციალურ ლაბორატორიებში, ე.წ. ბიოფაბრიკებში გამოჰყავთ. საქართველოში გავრცელებულია წურბელის „აღმოსავლური“ სახეობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივ პირობებში გამრავლებული წურბელა უფრო აქტიური და ხარისხიანია.
CC0 / Pixabay / წურბელები
Медицинские пиявки - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
წურბელები
წურბელის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმი დაწვრილებით არის შესწავლილი. მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ წურბელა წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ფერმენტების საოცარ ნაკრებს. ეს ნივთიერებები ადამიანის სისხლში მოხვედრისას იწვევენ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამასთან, ამცირებენ თრომბების წარმოშობის ალბათობას, აუმჯობესებენ სისხლის მიკროცირკულაციას და ააქტიურებენ ადამიანის იმუნურ სისტემას.
რას მკურნალობენ წურბელებით
ოსტეოქონდროზი
წურბელების საშუალებით შეიძლება ისეთი დაავადების განკურნება, როგორიც ოსტეოქონდროზია. წურბელა გამოყოფს სპეციალურ ფერმენტს, რომელიც სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრისას სისხლის ცირკულაციას ასტიმულირებს. ეს ხერხემლის მალების აღდგენის პროცესს უწყობს ხელს.
ვარიკოზი
ვარიკოზის მკურნალობა წურბელებით ხანგრძლივი პროცესია. ეს დაავადება ორგანიზმში ნელა ვითარდება და მისი მკურნალობა ეტაპობრივად არის საჭირო. ჰირუდოთერაპიის რეგულარული პროცედურების შედეგად ვენები ვიწროვდება და კვანძები დროთა განმავლობაში ქრება.
© FL/ Melissa McMastersწურბელა
წურბელა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
წურბელა
გაცხიმოვნება
შლაკების დაგროვების გამო ღვიძლში სისხლი დედდება და ის „სუსტი“ ნაღველის გამომუშავებას იწყებს, რომელსაც საკვების კარგად გადამუშავება არ შეუძლია. ჰირუდოთერაპია სისხლის შედედებას ეწინააღმდეგება იმ ადგილზე, სადაც წურბელებია მიმაგრებული. ორგანიზმში ხვდება ახალი არტერიული სისხლი, რომელიც კარგი ნაღველის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამგვარად ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და ადამიანი ზედმეტ წონას კარგავს.
შაქრიანი დიაბეტი
ჰირუდოთერაპია შაქრიანი დიაბეტის დროს მხოლოდ ძირითად მკურნალობასთან ერთად შეიძლება დაინიშნოს. წურბელის ნერწყვი ინსულინის მსგავს ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც შაქრის დონის შემცირების ეფექტი გააჩნია.
ჰირუდოთერაპია ასევე გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: სისხლის მიმოქცევის, სუნთქვითი ორგანოების, საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, უროლოგიური, ქირურგიული, ენდოკრინული, გინეკოლოგიური, ნერვული, კანის დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები, თვალის, პირის ღრუს და კბილების დაავადებები.
ჰირუდოთერაპიით მკურნალობა არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში: ჰემოფილია, ანემიის მძიმე ფორმა, გემორაგიული დიათეზები, ფეხმძიმობა, ინდივიდუალური შეუთავსებლობა, არ გამოიყენება ასევე 10 წლამდე ბავშვებში.
ყველა ახალი ამბავი
0