ინტელექტი, დღეგრძელობა და ხასიათი: რა ინფორმაციას იძლევა ადამიანის ყური

© Pexels / Polinachყური
ყური  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ყურის ფორმას, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორიც თითების ანაბეჭდი ან თვალის ბადურა, საკმაოდ ვრცელი ინფორმაციის მოცემა შეუძლია ადამიანის ხასიათის, ინტელექტისა და თვისებების შესახებ, აცხადებენ სპეციალისტები.
უფრო მეტიც, მათი თქმით, ყურის ფორმით შეიძლება ადამიანის წარსულიც კი დადგინდეს. მაგალითად, თუ ყურები პროპორციულია და ფორმით ერთნაირი, ე.ი. მათი მფლობელი ბავშვობაში ბედნიერი იყო.
ვნახოთ, კიდევ რა ინფორაციას იძლევა ყური ადამიანზე.

ყურის პოზიცია

თუ ყურების ზედა ხაზი წარბების ხაზზე მაღლაა — ეს მაღალ ინტელექტზე მიანიშნებს;
თუ თვალის დონეზეა — საშუალო ინტელექტზე;
თუ თვალებს ქვემოთაა — ეს დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია.
თუ ერთი ყური მეორისგან მკვეთრად განსხვავდება, ესე იგი, ადამიანს სერიოზული სულიერი და ფიზიკური დისჰარმონია აქვს. ასეთთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია;
თავზე მჭიდროდ „მიკრული“ ყურები მახვილ გონებაზე მეტყველებს
„გაფშეკილი“ ყურების მქონეები, როგორც წესი, ცოდნის მოყვარეები და გულღიები არიან, თუმცა ანალიტიკური აზროვნება აკლიათ.

ყურის ზომა და ხასიათი

დიდი ყურები
დიდი ყურები მკვეთრი კონტურით — მიანიშნებს ადამიანის აქტიურობაზე;
დიდი ყურები გლუვი კონტურით — ინტელექტისა და ლოგიკის ნიშანია, ამასთან იმაზეც მეტყველებს, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლება;
დიდი, ხორცსავსე ყურები — სიბრძნესა და კეთილშობილებაზე მეტყველებს. ასეთი ყურები ხშირად აქვთ სულიერ მოძღვრებსა და მასწავლებლებს;
საშუალო ყურები
საშუალო ყურების მფლობელებს სიყვარულში უმართლებთ, აი კარიერა და ფინანსები კი ყოველთვის წესრიგში არ აქვთ. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერს მაინც ყურის ბიბილოს ფორმა და ზომა განსაზღვრავს:
ხორციანი ბიბილო ძლიერ ნებისყოფაზე მიანიშნებს;
თხელი და პატარა ბიბილო კი სიცოცხლისუნარიანობის ნაკლებობასა და კარიერაში წარუმატებლობაზე მეტყველებს;
საშუალო და სქელი ყურები — სავარაუდოდ, თქვენს წინაშე მატყუარა და ცვალებადი ადამიანია. ამასთან ასეთს ვერ დააინტერესებთ ხელოვნებაზე საუბრით.
პატარა ყურები – თხელი პატარა ყურები დახვეწილი გემოვნების ნიშანია. მაგრამ თუ ყურები ძალიან თხელია, თითქმის გამჭვირვალე, მაშინ თქვენს წინაშე ვნებიანი, მაგრამ ნერვიული და ფეთქებადი ადამიანია.

ყურის ფორმა და ხასიათი

გრძელი და წვრილი ყურები — როგორც წესი, აქვთ ადამიანებს, რომლებსაც კონცენტრაცია, ცხოვრებაში გარკვევა უჭირთ. სამაგიეროდ ასეთებს შორის ბევრია დღეგრძელი;
ყურის უჩვეულოდ სქელი კიდე — ასეთი ყური ჭკვიან, ჯანსაღ, მაგრამ არც ისე წინდახედულ ადამიანზე მიანიშნებს. თუმცა ეს ფორმა ყოველთვის მიუთითებს რიტმის არაჩვეულებრივ გრძნობაზე, ასევე ძალასა და ოსტატობაზე. ასეთი ყურები ხშირად აქვთ სპორტსმენებს, მუსიკოსებსა და გამორჩეულ ხელოსნებს.
წამახული, ანუ ელფის ყურები — ეს წინააღმდეგობრივ ხასიათზე მეტყველებს. ასეთ ადამიანებს უჭირთ ახალი ნაცნობობის გაბმა და სხვების ნდობა. თუმცა თავად „ელფებიც“ არ ერიდებიან გარშემო მყოფების მოტყუებას საკუთარი სარგებლობისთვის, არიან ცბიერები და წინდახედულები.
მართკუთხა ფორმის ყურები — მიუთითებს ძალაზე, ჯანმრთელობაზე, ძალაუფლების სიყვარულსა და ლიდერის თვისებებზე. ყურების ეს ფორმა და შესაბამისი ხასიათი უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ.
მრგვალი ყურები — დამახასიათებელია იდეალისტებისთვის, რომლებიც კარგად ახერხებენ ადაპტაციას და კომპრომისებზე წასვლას. უფრო ხშირია ქალებში, თუმცა მამაკაცებშიც შეინიშნება. ასეთი ყურების მქონე მამაკაცები კომფორტულები და მხიარულები არიან.
ყურის ფართო გარე ხვრელი — ანუ, თუ ერთი ან სულაც ორი თითიც კი ეტევა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქმე ჭკვიან, გულუხვ, გულღია ადამიანთან გაქვთ. ასეთები, როგორც წესი, დიდხანს ცოცხლობენ.
ყურის ვიწრო გარე ხვრელი — რომელშიც ერთი თითიც კი არ ეტევა, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი ვიწროდ აზროვნებს, არის ძუნწი და გულდახურული. ასეთები მუდმივად სტრესში არიან და დღეგრძელობით არ გამოირჩევიან.
ყველა ახალი ამბავი
0