https://sputnik-georgia.com/20230220/qartveli-samxedroebi-ashsh-sahaero-zalebis-tamashebshi-iasparezeben-275034794.html
ქართველი სამხედროები აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ იასპარეზებენ
ქართველი სამხედროები აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ იასპარეზებენ
Sputnik საქართველო
ტურნირში მონაწილეობისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T14:51+0400
2023-02-20T14:51+0400
2023-02-21T16:16+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:76:1280:796_1920x0_80_0_0_e7b290e3772919c97cfd4c8d9e25b87a.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტამდე ჩათვლით გაგრძელდება.სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში იასპარეზებენ.ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად იასპარეზებენ, სადაც მათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები გაუწევენ მეტოქეობას.საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074042_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4e9d0bb642ba765311bd529a0d90a33f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი სამხედროები აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ იასპარეზებენ
14:51 20.02.2023 (განახლებულია: 16:16 21.02.2023) ტურნირში მონაწილეობისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების
ცნობით, ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები სტარტს 24 თებერვალს აიღებს და 3 მარტამდე ჩათვლით გაგრძელდება.
სამხედრო მოსამსახურეები სპორტის 6 სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში იასპარეზებენ.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად იასპარეზებენ, სადაც მათ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები გაუწევენ მეტოქეობას.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.