https://sputnik-georgia.com/20230220/qartvel-moswavleebs-mediwignierebas-seaswavlian-275035486.html
ქართველ მოსწავლეებს მედიაწიგნიერებას შეასწავლიან
ქართველ მოსწავლეებს მედიაწიგნიერებას შეასწავლიან
Sputnik საქართველო
მეათეკლასელები არჩევითი საგნის სახით ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევას ისწავლიან. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T16:16+0400
2023-02-20T16:16+0400
2023-02-20T20:32+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_329fb270c673008fc4d9a80c6c0146bd.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 500 მასწავლებელი გადამზადდება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სკოლებში მედიაწიგნიერების პროექტში, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“, აღნიშნულია განცხადებაში.ექსპერტმა მედიაწიგნიერების საკითხებში ნატალი ინგოროყვამ ორშაბათს ტრენერებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც პედაგოგებს უახლოეს პერიოდში გადაამზადებენ.„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების საჭიროებებზე კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მასწავლებლებისთვის სასემინარო მოდული და შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა.კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე უკვე მეექვსე წელია ზრუნავს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7012d73106f6dd371222187ba65cbf22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ქართველ მოსწავლეებს მედიაწიგნიერებას შეასწავლიან
16:16 20.02.2023 (განახლებულია: 20:32 20.02.2023) მეათეკლასელები არჩევითი საგნის სახით ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევას ისწავლიან.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 500 მასწავლებელი გადამზადდება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სკოლებში მედიაწიგნიერების პროექტში, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“, აღნიშნულია
განცხადებაში.
პროექტის წყალობით მეათეკლასელებს კიდევ ერთი არჩევითი საგანი ექნებათ. გადამზადებული მასწავლებლები ერთი სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ საკითხებს შეასწავლიან. ექსპერტმა მედიაწიგნიერების საკითხებში ნატალი ინგოროყვამ ორშაბათს ტრენერებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც პედაგოგებს უახლოეს პერიოდში გადაამზადებენ.
„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების საჭიროებებზე კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მასწავლებლებისთვის სასემინარო მოდული და შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე უკვე მეექვსე წელია ზრუნავს.