https://sputnik-georgia.com/20230220/premier-axali-wesebis-danergvastan-ertad-sursati-gaiafdeba-da-inflacia-klebas-daiwyebs-275060162.html
პრემიერი: ახალი წესების დანერგვასთან ერთად სურსათი გაიაფდება და ინფლაცია კლებას დაიწყებს
პრემიერი: ახალი წესების დანერგვასთან ერთად სურსათი გაიაფდება და ინფლაცია კლებას დაიწყებს
Sputnik საქართველო
პრემიერმა საქართველოში კვების პროდუქტებზე არსებულ თითქმის 100%-იან ფასნამატს არაადეკვატური უწოდა და პრობლემის მოგვარების განკარგულება გასცა. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T20:20+0400
2023-02-20T20:20+0400
2023-02-20T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/70/245977039_0:65:3410:1983_1920x0_80_0_0_0fd8589db348bf8125a3aea87e5aec2a.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. კანონპროექტმა, რომელიც მალე საქართველოს პარლამენტს წარედგინება, უნდა უზრუნველყოს სურსათზე გონივრული ფასები და შეამციროს ინფლაცია ამ ეტაპისთვის მიზნობრივ დონემდე – 5%-მდე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ორი კვირის წინ პრემიერმა სამ უწყებას – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა გაემართათ შეხვედრები იმპორტიორებთან და რიტეილერებთან და გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც. საკითხში აქტიურად ჩაერთო კონკურენციის სააგენტოც.მან აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.„მთავრობა მალე გაუგზავნის კანონპროექტს პარლამენტს და, იმედია, ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოსავალი არ ჩანს. არ გვინდა, ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.მისი თქმით, კანონპროექტი იქმნება ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე, რომელიც სამართლიან ვაჭრობას ეხება.მთავრობამ იცის, როგორ შემცირდეს სურსათზე ფასები >>მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მოახერხა მედიკამენტებზე ფასების 60-80%-ით შემცირება. ამის მიზეზი თურქული წარმოების მედიკამენტებისთვის ქართული ბაზრის გახსნა იყო.გარდა ამისა, დაინერგა რეფერენტული ფასების ევროპული პრაქტიკა. 15 თებერვლიდან საქართველოში აიკრძალა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზღვარზე მაღალი ფასებით ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვა.„იმედი მაქვს, ფასები (სურსათზე) ძალიან მალე დაიწყებს შემცირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდა >>ბაზრის პირველადი კვლევის თანახმად, ისეთი პროდუქტების, როგორებიცაა ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, ზეთი, მაკარონი და სხვ. როგორც აღმოჩნდა, საბითუმო ფასებზე ნამატი 50-დან 80%-მდე მერყეობს, საცალო ფასების შემთხვევაში ამას კიდევ 25-30% ემატება.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან სურსათსა და სასმელებზე ფასები 15%-ით გაიზარდა (2022 წლის იანვართან შედარებით) და 1,4%-ით 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/70/245977039_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_c777cc8bbedd25886bd0abc8ed9621f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
პრემიერი: ახალი წესების დანერგვასთან ერთად სურსათი გაიაფდება და ინფლაცია კლებას დაიწყებს
20:20 20.02.2023 (განახლებულია: 22:21 20.02.2023) პრემიერმა საქართველოში კვების პროდუქტებზე არსებულ თითქმის 100%-იან ფასნამატს არაადეკვატური უწოდა და პრობლემის მოგვარების განკარგულება გასცა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. კანონპროექტმა, რომელიც მალე საქართველოს პარლამენტს წარედგინება, უნდა უზრუნველყოს სურსათზე გონივრული ფასები და შეამციროს ინფლაცია ამ ეტაპისთვის მიზნობრივ დონემდე – 5%-მდე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ორი კვირის წინ პრემიერმა სამ უწყებას – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებს დაავალა გაემართათ შეხვედრები იმპორტიორებთან და რიტეილერებთან და გამოერკვიათ, რატომ აღწევს კვების, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი 70-80%-ს და ხანდახან 100%-საც. საკითხში აქტიურად ჩაერთო კონკურენციის სააგენტოც.
„ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები, და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ამ წლის განმავლობაში – დაახლოებით 5%-ზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.
„მთავრობა მალე გაუგზავნის კანონპროექტს პარლამენტს და, იმედია, ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოსავალი არ ჩანს. არ გვინდა, ვიღაცას გავუჩინოთ განცდა, თითქოს მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კანონპროექტი იქმნება ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე, რომელიც სამართლიან ვაჭრობას ეხება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მოახერხა მედიკამენტებზე ფასების 60-80%-ით შემცირება. ამის მიზეზი თურქული წარმოების მედიკამენტებისთვის ქართული ბაზრის გახსნა იყო.
გარდა ამისა, დაინერგა რეფერენტული ფასების ევროპული პრაქტიკა. 15 თებერვლიდან საქართველოში აიკრძალა სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზღვარზე მაღალი ფასებით ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვა.
„იმედი მაქვს, ფასები (სურსათზე) ძალიან მალე დაიწყებს შემცირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბაზრის პირველადი კვლევის თანახმად, ისეთი პროდუქტების, როგორებიცაა ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, ზეთი, მაკარონი და სხვ. როგორც აღმოჩნდა, საბითუმო ფასებზე ნამატი 50-დან 80%-მდე მერყეობს, საცალო ფასების შემთხვევაში ამას კიდევ 25-30% ემატება.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან სურსათსა და სასმელებზე ფასები 15%-ით გაიზარდა (2022 წლის იანვართან შედარებით) და 1,4%-ით 2022 წლის დეკემბერთან შედარებით.