https://sputnik-georgia.com/20230220/parlamentshi-politikuri-jgufebis-sheqmnas-mxari-dauchires-275054871.html
კომიტეტმა პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნას მხარი დაუჭირა
კომიტეტმა პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნას მხარი დაუჭირა
2024 წლამდე პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ იმ პარტიიდან წასული დეპუტატები, რომელთა პარტიას უკვე ჰყავს ფრაქცია პარლამენტში. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T20:00+0400
2023-02-20T20:00+0400
2023-02-21T16:26+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250967983_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1a28e53dc6479c6c558629102d222548.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც დეპუტატებს, რომლებმაც საპარლამენტო პარტია დატოვეს, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას აძლევს.პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა სულ ცოტა ორ დეპუტატს შეუძლია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ისეთივე უფლებამოსილებით, როგორიც ფრაქციებს აქვთ. თუმცა, ამჟამად მოქმედი კანონი ერთზე მეტი ფრაქციის ან პოლიტიკური ჯგუფის შექმნას უკრძალავს იმ დეპუტატებს, რომლებიც ერთი პარტიის სიით გავიდნენ.პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ცვლილება პარლამენტის პოლიტიკური სპექტრის ყველა სუბიექტს მისცემს საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.ცვლილებების თანახმად, 2024 წლამდე პოლიტიკური ჯგუფი შეუძლიათ შექმნან დეპუტატებმა, რომლებმაც დატოვეს პარტია, თუ ამ პარტიას უკვე აქვს ფრაქცია პარლამენტში.ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგები და დააარსეს მოძრაობა „ხალხის ძალა“.შესწორებების მიღებისა და მისი ამოქმედების შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკური ჯგუფების შექმნას შეძლებენ „ხალხის ძალაც“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250967983_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a52afe358d00a1056ab52bc6d5989565.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
კომიტეტმა პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნას მხარი დაუჭირა
20:00 20.02.2023 (განახლებულია: 16:26 21.02.2023) 2024 წლამდე პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ იმ პარტიიდან წასული დეპუტატები, რომელთა პარტიას უკვე ჰყავს ფრაქცია პარლამენტში.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც დეპუტატებს, რომლებმაც საპარლამენტო პარტია დატოვეს, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას აძლევს.
პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა სულ ცოტა ორ დეპუტატს შეუძლია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ისეთივე უფლებამოსილებით, როგორიც ფრაქციებს აქვთ. თუმცა, ამჟამად მოქმედი კანონი ერთზე მეტი ფრაქციის ან პოლიტიკური ჯგუფის შექმნას უკრძალავს იმ დეპუტატებს, რომლებიც ერთი პარტიის სიით გავიდნენ.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ცვლილება პარლამენტის პოლიტიკური სპექტრის ყველა სუბიექტს მისცემს საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.
ცვლილებების თანახმად, 2024 წლამდე პოლიტიკური ჯგუფი შეუძლიათ შექმნან დეპუტატებმა, რომლებმაც დატოვეს პარტია, თუ ამ პარტიას უკვე აქვს ფრაქცია პარლამენტში.
ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები, რომლებმაც დატოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგები და დააარსეს მოძრაობა „ხალხის ძალა“.
შესწორებების მიღებისა და მისი ამოქმედების შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკური ჯგუფების შექმნას შეძლებენ „ხალხის ძალაც“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს.