https://sputnik-georgia.com/20230220/migracia-saqartvelosi-275015040.html
მიგრაცია საქართველოში: რამდენს მისცეს ლტოლვილის სტატუსი და რამდენი გააძევეს ქვეყნიდან
მიგრაცია საქართველოში: რამდენს მისცეს ლტოლვილის სტატუსი და რამდენი გააძევეს ქვეყნიდან
Sputnik საქართველო
გასულ წელს საქართველოში თავშესაფარი 1.473-მა უცხოელმა ითხოვა. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T10:14+0400
2023-02-20T10:14+0400
2023-02-20T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266320373_0:0:2993:1685_1920x0_80_0_0_fdabca304eecaa3648918d72490719ff.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 501 უცხოელს, ხოლო ქვეყნიდან გააძევა 165 პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.უწყების მონაცემებით, ლტოლვილის სტატუსი საქართველომ მისცა 41 უცხოელს, საიდანაც 19 ავღანეთის მოქალაქეა, 8 – დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე პირია, ხოლო ხუთი – ირანის მოქალაქე. დანარჩენები ხუთი სხვადასხვა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის მიიღო 460-მა უცხოელმა, მათ შორის, უკრაინის 367-მა მოქალაქემ, ავღანეთის – 39-მა მოქალაქემ, 14-მა – გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე პირმა, 13-მა – იემენის, 11-მა – ერაყის მოქალაქემ, ასევე რვა სხვადასხვა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებმა.უარი სტატუსის მიღებაზე საქართველოში 2022 წელს მიიღო 822-მა უცხოელმა. ყველაზე მეტი უარი მოდის ირანის მოქალაქეებზე (310), ასევე არის თურქეთის 77, იორდანიის 70, ეგვიპტის 55, ერაყის 45, რუსეთის 40, ნიგერიის 36 მოქალაქე, ასევე 47 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე.საქართველოში თავშესაფარი 2022 წელს სულ ითხოვა 1.473-მა უცხოელმა. აქედან უკრაინის მოქალაქეა 516, თურქეთის – 203, ირანის – 194, რუსეთის – 115 და იორდანიისა და ეგვიპტის - თითოეულიდან 44 მოქალაქე.ვის აძევებენ საქართველოდანსაქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს 29 უცხოეთის სახელმწიფოს 165 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებული მოქალაქეების ძირითადი ნაწილი მოდის ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266320373_32:0:2761:2047_1920x0_80_0_0_8b3df1e5023633438ce0bfeb1d5870b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მიგრაცია საქართველოში: რამდენს მისცეს ლტოლვილის სტატუსი და რამდენი გააძევეს ქვეყნიდან
10:14 20.02.2023 (განახლებულია: 14:43 20.02.2023) გასულ წელს საქართველოში თავშესაფარი 1.473-მა უცხოელმა ითხოვა.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 501 უცხოელს, ხოლო ქვეყნიდან გააძევა 165 პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების მონაცემებით, ლტოლვილის სტატუსი საქართველომ მისცა 41 უცხოელს, საიდანაც 19 ავღანეთის მოქალაქეა, 8 – დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე პირია, ხოლო ხუთი – ირანის მოქალაქე. დანარჩენები ხუთი სხვადასხვა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის მიიღო 460-მა უცხოელმა, მათ შორის, უკრაინის 367-მა მოქალაქემ, ავღანეთის – 39-მა მოქალაქემ, 14-მა – გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე პირმა, 13-მა – იემენის, 11-მა – ერაყის მოქალაქემ, ასევე რვა სხვადასხვა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებმა.
უარი სტატუსის მიღებაზე საქართველოში 2022 წელს მიიღო 822-მა უცხოელმა. ყველაზე მეტი უარი მოდის ირანის მოქალაქეებზე (310), ასევე არის თურქეთის 77, იორდანიის 70, ეგვიპტის 55, ერაყის 45, რუსეთის 40, ნიგერიის 36 მოქალაქე, ასევე 47 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე.
საქართველოში თავშესაფარი 2022 წელს სულ ითხოვა 1.473-მა უცხოელმა. აქედან უკრაინის მოქალაქეა 516, თურქეთის – 203, ირანის – 194, რუსეთის – 115 და იორდანიისა და ეგვიპტის - თითოეულიდან 44 მოქალაქე.
ვის აძევებენ საქართველოდან
საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს 29 უცხოეთის სახელმწიფოს 165 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებული მოქალაქეების ძირითადი ნაწილი მოდის ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეებზე.