https://sputnik-georgia.com/20230220/eurosport-komentatori-bakurianit-agprtovanda-275020584.html
Eurosport-ის კომენტატორი ბაკურიანით აღფრთოვანდა
Eurosport-ის კომენტატორი ბაკურიანით აღფრთოვანდა
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T13:16+0400
2023-02-20T13:16+0400
2023-02-20T17:03+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275020021_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_8aacb5be3004ee24234cd81f032e5a19.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სპორტული ტელეარხი Eurosport-ის კომენტატორი ბრედ ჯეი მაყურებელს ურჩევს, აუცილებლად მოინახულონ საქართველოს ზამთრის კურორტი ბაკურიანი.საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა, მეორე დღეს კი პირველი მედლები გათამაშდა. შეჯიბრის პირველ დღეს ქართველი სპორტსმენები ფინალში ვერ გავიდნენ.კომენტატორმა ასევე აღნიშნა ბაკურიანის ინფრასტრუქტურა, რომელიც სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადეს.„ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ“, – განაცხადა ჯეიმ. საქართველო ასეთ მასშტაბურ ზამთრის სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იმართება, ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275020021_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ebf0755bed0e1589aa8dc88a31607f36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
Eurosport-ის კომენტატორი ბაკურიანით აღფრთოვანდა
13:16 20.02.2023 (განახლებულია: 17:03 20.02.2023) საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სპორტული ტელეარხი Eurosport-ის კომენტატორი ბრედ ჯეი მაყურებელს ურჩევს, აუცილებლად მოინახულონ საქართველოს ზამთრის კურორტი ბაკურიანი.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა, მეორე დღეს კი პირველი მედლები გათამაშდა. შეჯიბრის პირველ დღეს ქართველი სპორტსმენები ფინალში ვერ გავიდნენ.
„ბაკურიანი, საქართველო – საოცარი ადგილია, თუ ის ჯერ არ არის შენი დასათვალიერებელი ადგილების სიაში, უნდა იყოს“, – განაცხადა ბრედ ჯეიმ მიმდინარე სპორტული შეჯიბრებების კომენტირებისას.
კომენტატორმა ასევე აღნიშნა ბაკურიანის ინფრასტრუქტურა, რომელიც სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადეს.
„ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ“, – განაცხადა ჯეიმ.
საქართველო ასეთ მასშტაბურ ზამთრის სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იმართება, ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.