https://sputnik-georgia.com/20230220/damkvirveblebma-iransi-84-procentamde-gamdidrebuli-urani-armoacines-275015430.html
ერთი ნაბიჯი ბირთვულ იარაღამდე: ირანში 84%-მდე გამდიდრებული ურანი აღმოაჩინეს
ერთი ნაბიჯი ბირთვულ იარაღამდე: ირანში 84%-მდე გამდიდრებული ურანი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. გასულ კვირაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დამკვირვებლებმა ირანში მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩინეს, რაც... 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T09:34+0400
2023-02-20T09:34+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ირანი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275015263_0:199:2929:1847_1920x0_80_0_0_8592f87279ff885576e18e4d91e96d16.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. გასულ კვირაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დამკვირვებლებმა ირანში მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩინეს, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეზე ოდნავ დაბალია, იტყობინება სააგენტო Bloomberg ორ ანონიმ მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით.გამოცემის ცნობით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს რისკს, რომ ირანის „დაუოკებელმა ატომურმა საქმიანობამ შესაძლოა ახალი კრიზისი გამოიწვიოს“. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მანამდე თეირანმა IAEA-ს აცნობა, რომ მისი ცენტრიფუგები ურანის მხოლოდ 60%-მდე გამდიდრებაზეა აწყობილი.არსებული ინფორმაციით, IAEA-ს ინსპექტორებმა საფუძვლიანი ანალიზი უნდა ჩაატარონ იმის დასადგენად, იყო თუ არა ურანის ეს კონცენტრაცია მიზანმიმართულად მიღწეული. ამასთან აღინიშნება, რომ მიმდინარე თვეში დამკვირვებლებმა უკვე მეორედ აღმოაჩინეს ირანში „ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საეჭვო აქტივობა“.2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ბირთვულ შეთანხმებას – ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (JCPOA), რომელიც ირანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა JCPOA და სანქციები აღუდგინა თეირანს. ამის საპასუხოდ ერთი წლის შემდეგ ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი 2021 წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ.წყარო: Bloomberg
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275015263_100:0:2829:2047_1920x0_80_0_0_70fa7571fe2e62e16a6b7a91154c1019.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირანი , ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი , ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. გასულ კვირაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დამკვირვებლებმა ირანში მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩინეს, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეზე ოდნავ დაბალია, იტყობინება სააგენტო Bloomberg ორ ანონიმ მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს ფაქტი ხაზს უსვამს რისკს, რომ ირანის „დაუოკებელმა ატომურმა საქმიანობამ შესაძლოა ახალი კრიზისი გამოიწვიოს“.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ცდილობს გაარკვიოს, როგორ დააგროვა ირანმა 84%-მდე გამდიდრებული ურანი. ეს ყველაზე მაღალი დონეა, რომელიც დღემდე აღმოუჩენიათ ინსპექტორებს ქვეყანაში. მისი კონცენტრაცია სულ 6%-ით ნაკლებია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეზე“, — წერს Bloomberg.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მანამდე თეირანმა IAEA-ს აცნობა, რომ მისი ცენტრიფუგები ურანის მხოლოდ 60%-მდე გამდიდრებაზეა აწყობილი.
არსებული ინფორმაციით, IAEA-ს ინსპექტორებმა საფუძვლიანი ანალიზი უნდა ჩაატარონ იმის დასადგენად, იყო თუ არა ურანის ეს კონცენტრაცია მიზანმიმართულად მიღწეული. ამასთან აღინიშნება, რომ მიმდინარე თვეში დამკვირვებლებმა უკვე მეორედ აღმოაჩინეს ირანში „ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საეჭვო აქტივობა“.
2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ბირთვულ შეთანხმებას – ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას (JCPOA), რომელიც ირანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა JCPOA და სანქციები აღუდგინა თეირანს. ამის საპასუხოდ ერთი წლის შემდეგ ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი 2021 წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ.