მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯო ბაიდენს კიევში ჯეიკ სალივანიც ახლავს

© AP Photo / J. Scott Applewhite
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც დღეს გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია უკრაინის დედაქალაქს, თან უშიშროების საკითხთა მრჩეველი ჯეიკ სალივანიც ახლავს, წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი საკუთარ Telegram-არხზე.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ვიზიტი და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან „უკრაინა დღეს დემოკრატიის გულია, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“.

„მსურს მადლობა გადავუხადო ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანს, რომელთანაც მე ვიზიტის თემაზეც ვმუშაობდი. მახარებს ჯეიკთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ყოველთვის მძლავრ შედეგს იძლევა“, — დაწერა ერმაკმა და იქვე ფოტოები გამოაქვეყნა.

როგორც მან აღნიშნა, „ჯო ბაიდენის ვიზიტი სტრატეგიულია. წყდება ბევრი საკითხი და ჩქარდება ჰაერში ჩამოკიდებული თემების გადაჭრა“.
ჯო ბაიდენი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და მასთან მოლაპარაკებები გამართა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერი კიევიდან პოლონეთში გაემგზავრება, რაც ადრევე იყო დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0