https://sputnik-georgia.com/20230220/baidenis-viziti-kievsi-275051803.html
ბაიდენის კიევში ვიზიტისას საზღვართან სამი ამერიკული თვითმფრინავი მორიგეობდა
ბაიდენის კიევში ვიზიტისას საზღვართან სამი ამერიკული თვითმფრინავი მორიგეობდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში იმყოფებოდა, უკრაინის დასავლეთ საზღვართან აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამი... 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T19:01+0400
2023-02-20T19:01+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ჯო ბაიდენი
უკრაინა
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262970757_0:20:635:377_1920x0_80_0_0_685b221932d04774747955b2eda37484.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში იმყოფებოდა, უკრაინის დასავლეთ საზღვართან აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამი სადაზვერვო თვითმფრინავი მორიგეობდა, ირკვევა პორტალ Flightradar 24-ის მონაცემებიდან.პორტალი Flightradar24 — შვედური ვებ-გვერდია, რომელიც საჰაერო ხომალდებზე რეალურ დროში დაკვირვების საშუალებას იძლევა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს რეისების ნომრების, გაფრენისა და დანიშნულების პუნქტების, თვითმფრინავის ტიპის, მისი ადგილმდებარეობისა და სიჩქარის თაობაზე.როგორც Flightradar 24-ზეა აღნიშნული, კვირა საღამოდან პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ორი ამერიკული მზვერავი-თვითმფრინავი მორიგეობდა. აქედან ერთი სტრატეგიული დანიშნულების Boeing RC-135 იყო, მეორე კი Boeing KC-135R Stratotanker.20 თებერვლის დილის 11 საათისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ უკვე კიევში იმყოფებოდა, მათ კიდევ ერთი, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი Boeing E-3 Sentry შეუერთდა.ჯო ბაიდენის კიევიდან გამგზარების მომენტისთვის თვითმფრინავები კვლავ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მორიგეობდნენ. ჯო ბაიდენი კიევს დღეს, დილის 8 საათზე ეწვია გამოუცხადებელი ვიზიტით. თუმცა მისი სტუმრობის შესახებ შუადღისთვის გახდა ცნობილი, როდესაც ინტერნეტით ბაიდენისა და ზელენსკის გმირთა მემორიალთან სტუმრობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ამ დროისათვის ჯო ბაიდენი უკვე გაემგზავრა კიევიდან ვარშავაში.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262970757_54:0:582:396_1920x0_80_0_0_ba6288b67523793df83f24981657a1b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯო ბაიდენი, უკრაინა , აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯო ბაიდენი, უკრაინა , აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში იმყოფებოდა, უკრაინის დასავლეთ საზღვართან აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამი სადაზვერვო თვითმფრინავი მორიგეობდა, ირკვევა პორტალ
Flightradar 24-ის მონაცემებიდან.
პორტალი Flightradar24 — შვედური ვებ-გვერდია, რომელიც საჰაერო ხომალდებზე რეალურ დროში დაკვირვების საშუალებას იძლევა. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს რეისების ნომრების, გაფრენისა და დანიშნულების პუნქტების, თვითმფრინავის ტიპის, მისი ადგილმდებარეობისა და სიჩქარის თაობაზე.
როგორც Flightradar 24-ზეა აღნიშნული, კვირა საღამოდან პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე ორი ამერიკული მზვერავი-თვითმფრინავი მორიგეობდა. აქედან ერთი სტრატეგიული დანიშნულების Boeing RC-135 იყო, მეორე კი Boeing KC-135R Stratotanker.
20 თებერვლის დილის 11 საათისთვის, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ უკვე კიევში იმყოფებოდა, მათ კიდევ ერთი, შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი Boeing E-3 Sentry შეუერთდა.
ჯო ბაიდენის კიევიდან გამგზარების მომენტისთვის თვითმფრინავები კვლავ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მორიგეობდნენ.
ჯო ბაიდენი კიევს დღეს, დილის 8 საათზე ეწვია გამოუცხადებელი ვიზიტით. თუმცა მისი სტუმრობის შესახებ შუადღისთვის გახდა ცნობილი, როდესაც ინტერნეტით ბაიდენისა და ზელენსკის გმირთა მემორიალთან სტუმრობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
ამ დროისათვის ჯო ბაიდენი უკვე გაემგზავრა კიევიდან ვარშავაში.