https://sputnik-georgia.com/20230220/badri-esebua-sasamartlosi-rogor-caiara-pirvelma-sxdomam-275058279.html
ბადრი ესებუა სასამართლოში - როგორ ჩაიარა პირველმა სხდომამ
ბადრი ესებუა სასამართლოში - როგორ ჩაიარა პირველმა სხდომამ
Sputnik საქართველო
პროკურატურა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T18:51+0400
2023-02-20T18:51+0400
2023-02-20T21:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/76/247057682_0:128:1467:953_1920x0_80_0_0_e170707fde24770bc3cd59bad233f07d.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბანკის ყველაზე თავხედურ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა, პროკურორმა კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა.ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ესებუას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაუსწრებლად ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.სასამართლო პროცესზე, რომელსაც ესებუა პირველად ესწრებოდა, პროკურორმა ასევე მოითხოვა ბრალდებულის ხმის და სუნის ნიმუშების აღება. საქმის მასალების მიხედვით, ბანკზე თავდასხმისას თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა, შესაბამისად, მძევლები მის სახეს ვერ ხედავდნენ.ადვოკატი: პოლიციამ ესებუას ვაზნები ჩაუდო >>ესებუას ადვოკატებმა შუამდგომლობების გაცნობისთვის დრო ითხოვეს. შემდეგი სასამართლო სხდომა 22 თებერვალს არის ჩანიშნული.„საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანია მისი ძმის, ბიძინა ესებუას ციხიდან გათავისუფლება. ბადრი ესებუას მიაჩნია, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და ციხეში „ულტიმატუმის გამო" მოხვდა.ბანკზე თავდასხმა„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.როგორ დააკავეს და სად იმალებოდა ბადრი ესებუა - ვერსიები>>შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/76/247057682_14:0:1454:1080_1920x0_80_0_0_2b7a63ad0e15fa305cad38938d2c65a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ბადრი ესებუა სასამართლოში - როგორ ჩაიარა პირველმა სხდომამ
18:51 20.02.2023 (განახლებულია: 21:37 20.02.2023) პროკურატურა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბანკის ყველაზე თავხედურ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა, პროკურორმა კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ესებუას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაუსწრებლად ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სასამართლო პროცესზე, რომელსაც ესებუა პირველად ესწრებოდა, პროკურორმა ასევე მოითხოვა ბრალდებულის ხმის და სუნის ნიმუშების აღება. საქმის მასალების მიხედვით, ბანკზე თავდასხმისას თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა, შესაბამისად, მძევლები მის სახეს ვერ ხედავდნენ.
ესებუას ადვოკატებმა შუამდგომლობების გაცნობისთვის დრო ითხოვეს. შემდეგი სასამართლო სხდომა 22 თებერვალს არის ჩანიშნული.
„საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანია მისი ძმის, ბიძინა ესებუას ციხიდან გათავისუფლება. ბადრი ესებუას მიაჩნია, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და ციხეში „ულტიმატუმის გამო" მოხვდა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.