https://sputnik-georgia.com/20230219/tengiz-wulaze-saakasvilis-mdgomareoba-gauaresda-275012306.html
თენგიზ წულაძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა
თენგიზ წულაძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, რაც წონის კლებაში და კუნთოვანი მასის კიდევ უფრო... 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T21:34+0400
2023-02-19T21:34+0400
2023-02-19T21:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041018_0:76:1280:796_1920x0_80_0_0_4c696dffabffa2fb8a76cd28696e965a.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, რაც წონის კლებაში და კუნთოვანი მასის კიდევ უფრო შემცირებაში გამოიხატება, ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.წულაძე იმ ექიმთა ჯგუფშია, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად შეკრიბა. კვირას სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულეს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, მისმა მოადგილემ და კონსილიუმის წევრებმა.წულაძის თქმით, სააკაშვილს აქვს გულისრევა, ზოგიერთ საჭმელს ვერ იტანს.ექს-პრეზიდენტმა 10 თებერვალს პირადად მიმართა სახალხო დამცველს და დამოუკიდებელი ექიმებთან ერთად მისი მონახულება სთხოვა.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.წონაში კლება პრეცედენტის საბაბი არ არის - კობახიძე სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგში>>თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041018_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_73e1c82b8e2e421c2f3f5534ca124ab6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, რაც წონის კლებაში და კუნთოვანი მასის კიდევ უფრო შემცირებაში გამოიხატება, ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
წულაძე იმ ექიმთა ჯგუფშია, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად შეკრიბა. კვირას სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულეს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, მისმა მოადგილემ და კონსილიუმის წევრებმა.
„მდგომარეობა ნამდვილად გაუარესებულია, რაც გამოიხატება წონაში მეტად კლებით, კუნთების მასის კიდევ მეტად შემცირებით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ. ამჟამად ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო“, - განაცხადა წულაძემ.
წულაძის თქმით, სააკაშვილს აქვს გულისრევა, ზოგიერთ საჭმელს ვერ იტანს.
„რა თქმა უნდა, რაღაც საკვებს იღებს, თორემ ამდენ ხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ უმრავლესობა საჭმელებისას ვერ იღებს და სრულ კალორაჟს ვერ იღებს“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ექს-პრეზიდენტმა 10 თებერვალს პირადად მიმართა სახალხო დამცველს და დამოუკიდებელი ექიმებთან ერთად მისი მონახულება სთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.