https://sputnik-georgia.com/20230219/suxisvilebi-aprilsi-koncertebs-tbilissi-gamartaven-275003946.html
„სუხიშვილები“ აპრილში კონცერტებს თბილისში გამართავენ
„სუხიშვილები“ აპრილში კონცერტებს თბილისში გამართავენ
კონცერტები ანსამბლის დამფუძნებლის, ილიკო სუხიშვილის-უფროსის დაბადების დღეს ეძღვნება. 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T13:10+0400
2023-02-19T13:10+0400
2023-02-19T13:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო და კულტურა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268895497_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_eb931e04822ccfab923943df782b7286.jpg
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ევროტურიდან დაბრუნებისთანავე 1, 2, 3 და 4 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტებს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.ანსამბლი ქართველ მაყურებელს წარუდგენს განახლებულ პროგრამას, რომელსაც დასი ევროპულ ტურნეში ასრულებდა.კონცერტები ანსამბლის დამფუძნებლის, ილიკო სუხიშვილის-უფროსის დაბადების დღეს ეძღვნება.ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268895497_195:0:2012:1363_1920x0_80_0_0_efb7d164458fcca7fb51d10c1ae8a503.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა
„სუხიშვილები“ აპრილში კონცერტებს თბილისში გამართავენ
კონცერტები ანსამბლის დამფუძნებლის, ილიკო სუხიშვილის-უფროსის დაბადების დღეს ეძღვნება.
თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ევროტურიდან დაბრუნებისთანავე 1, 2, 3 და 4 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტებს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.
ანსამბლი ქართველ მაყურებელს წარუდგენს განახლებულ პროგრამას, რომელსაც დასი ევროპულ ტურნეში ასრულებდა.
კონცერტები ანსამბლის დამფუძნებლის, ილიკო სუხიშვილის-უფროსის დაბადების დღეს ეძღვნება.
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.