https://sputnik-georgia.com/20230219/rodis-daiklebs-fasebi-saqartvelosi-saertasoriso-savaluto-fondis-prognozi-275000190.html
როდის დაიკლებს ფასები საქართველოში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი
როდის დაიკლებს ფასები საქართველოში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი
Sputnik საქართველო
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვეღარ მიაღწევს 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T11:10+0400
2023-02-19T11:10+0400
2023-02-19T11:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494185_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_62d1d7217773fcafb86ac818ff8d22a3.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება 2023 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, თუმცა მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის ზაფხულში მოხერხდება. განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, ფასების ზრდის დონის შენელებაზე გავლენა იქონია მსოფლიო ბაზარზე ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და დაკრედიტების ზრდის შენელებამ.ამასთან, მან განმარტა, რატომ არ მცირდება ფასები.„მაშინ, როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი რჩება, ინფლაციის ძირითადი ინდექსი და მოლოდინები მაღალი რჩება იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და იჯარაზე ფასების ზრდის გამო, რაც ძირითადად მიგრანტების შემოდინებით არის გამოწვეული“, - განაცხადა ჯონმა.ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვეღარ მიაღწევს.„ჩვენ ველით, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 4%-ის დონეზე, მიგრანტებისა და სავალუტო ნაკადების შემცირების, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებისა და მართული შემზღუდავი ფისკალური პოლიტიკიდან გამომდინარე“, - თქვა ჯონმა.კობა გვენეტაძე: საქართველო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს >>მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რჩება ორიენტირებული ინფლაციის შემცირებაზე და არსებული პროგნოზით, მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარული პოლიტიკას.თებერვლის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა - 11%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494185_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_5da9a2bd92f3e3e096a3c87d0201165b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
როდის დაიკლებს ფასები საქართველოში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვეღარ მიაღწევს
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება 2023 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, თუმცა მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის ზაფხულში მოხერხდება. განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.
2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.
„ინფლაციის შემცირების ნელი პროცესი წელსაც გაგრძელდება და საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი 2024 წლის შუა პერიოდში იქნება მიღწეული - მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პირობებში“, - განაცხადა ჯონმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, ფასების ზრდის დონის შენელებაზე გავლენა იქონია მსოფლიო ბაზარზე ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და დაკრედიტების ზრდის შენელებამ.
ამასთან, მან განმარტა, რატომ არ მცირდება ფასები.
„მაშინ, როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი რჩება, ინფლაციის ძირითადი ინდექსი და მოლოდინები მაღალი რჩება იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და იჯარაზე ფასების ზრდის გამო, რაც ძირითადად მიგრანტების შემოდინებით არის გამოწვეული“, - განაცხადა ჯონმა.
ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვეღარ მიაღწევს.
„ჩვენ ველით, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა იქნება დაახლოებით 4%-ის დონეზე, მიგრანტებისა და სავალუტო ნაკადების შემცირების, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებისა და მართული შემზღუდავი ფისკალური პოლიტიკიდან გამომდინარე“, - თქვა ჯონმა.
მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რჩება ორიენტირებული ინფლაციის შემცირებაზე და არსებული პროგნოზით, მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარული პოლიტიკას.
თებერვლის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა - 11%.