ბასილაშვილის მორიგი მარცხი: ჩოგბურთელი დოჰას ტურნირს გამოეთიშა

© Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2023
გამოწერა
ბასილაშვილი ბრიტანელ ლიამ ბროუდისთან ორ სეტში დამარცხდა
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (84-ე ადგილი ATP-ის რეიტინგით) დოჰაში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა.
ბასილაშვილი ბრიტანეთის წარმომადგენელთან, ლიამ ბროუდისთან (140) ორ სეტში 4:6, 3:6 დამარცხდა.
გუშინ ბასილაშვილმა შესარჩევი ტურის ნახევარფინალში თურქი ჩოგბურთელი კემ ილკელი (279) ანგარიშით 6:3, 7:5 დაამარცხა.
2021 წელს ნიკოლოზ ბასილავშილმა დოჰას ტურნირი მოიგო. 2022 წელს კი ფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.
ყველა ახალი ამბავი
0