სისხლიანი გარჩევა რუსთავში: როგორია დაჭრილის მდგომარეობა

© Sputnik / STRINGERრუსთავის ცენტრალური საავადმყოფო
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2023
გამოწერა
მამაკაცს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რუსთავში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იუწყება „ტვ პირველი“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით.
პარასკევს საღამოს რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს. სუფრაზე ურთიერთშელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი 35 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა კაცს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„არტერიის დაზიანება იყო, ცოტა დააკლდა გულის კუნთამდე. გულში ჭრილობა ჰქვია პრინციპში ამას. გადარჩა. ჯერჯერობით სტაბილურად ვართ“, - ამბობს ექიმი.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0