ქუთაისში მე-12 სართულიდან ლიფტი მოწყდა

© photo: Sputnik / Stringerლიფტის კაბინა
ლიფტის კაბინა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2023
გამოწერა
ადგილობრივების განცხადებით, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ლიფტი მოწყდა, იუწყება „მთავარი არხი“.
ინციდენტი 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტის კაბინა მე-12 სართულიდან მოწყდა და მე-4 სართულზე გაიჭედა.
შემთხვევის დროს ლიფტში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვი. ისინი არ დაშავებულან.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლიფტი 1 წლის წინ გაარემონტეს.
ყველა ახალი ამბავი
0