https://sputnik-georgia.com/20230217/zaxarovas-komentari-nulandis-gancxadebaze-274968176.html
ზახაროვა: ნულანდის განცხადება აშშ-ის კონფლიქტში ჩართულობას ადასტურებს
ზახაროვა: ნულანდის განცხადება აშშ-ის კონფლიქტში ჩართულობას ადასტურებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადება ყირიმზე შეტევებთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ შეერთებული... 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T16:09+0400
2023-02-17T16:09+0400
2023-02-17T20:57+0400
რუსეთი
აშშ
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/06/265776647_0:132:3321:2000_1920x0_80_0_0_63179a51cb4b71fd5a3f7ad300201129.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადება ყირიმზე შეტევებთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები ჩართულია უკრაინის კონფლიქტში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.მანამდე ნულანდმა კარნეგის ცენტრში გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მიერ ყირიმის იმ სამხედრო ობიექტებზე მიტანილ დარტყმებს, რომლებიც რუსეთმა ააგო ნახევარკუნძულზე. მისი თქმით, ეს ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეებია უკრაინისთვის.მისი თქმით, ახლა ამერიკელები კიევის რეჟიმს შემდგომი ესკალაციისკენ — საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანისკენ უბიძგებენ.ამასთან რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ნულანდს ურჩია, ყურადღება აშშ-ის შიდა პრობლემებზე გაამახვილოს, მათ შორის, „თეთრ საჰაერო ბუშტებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით სერავენ აშშ-ის სივრცეებს“.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/06/265776647_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2721d9f6cbdea86f07e1985713cc37f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
რუსეთი, აშშ , ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
ზახაროვა: ნულანდის განცხადება აშშ-ის კონფლიქტში ჩართულობას ადასტურებს
16:09 17.02.2023 (განახლებულია: 20:57 17.02.2023) თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადება ყირიმზე შეტევებთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები ჩართულია უკრაინის კონფლიქტში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მანამდე ნულანდმა კარნეგის ცენტრში გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მიერ ყირიმის იმ სამხედრო ობიექტებზე მიტანილ დარტყმებს, რომლებიც რუსეთმა ააგო ნახევარკუნძულზე. მისი თქმით, ეს ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეებია უკრაინისთვის.
„[ნულანდმა] საკუთარ თავს გამაოგნებელი და აბსურდული განცხადებების სერიის უფლება მისცა... კიდევ ერთხელ უნდა მოვახდინოთ შეერთებული შტატების უკრაინის კონფლიქტში ჩართვის კონსტატაცია: მას დიდი რაოდენობით იარაღს აწვდიან, უზრუნველყოფენ სადაზვერვო მონაცემებით, ისინი უბრალოდ მონაწილეობენ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ახლა ამერიკელები კიევის რეჟიმს შემდგომი ესკალაციისკენ — საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანისკენ უბიძგებენ.
„ეს ისაა, რაზეც ჩვენ ადრევე ვსაუბრობდით და რის გამოც გავხდით იძულებული, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, — განმარტა მოსკოვის პოზიცია ზახაროვამ.
ამასთან რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ნულანდს ურჩია, ყურადღება აშშ-ის შიდა პრობლემებზე გაამახვილოს, მათ შორის, „თეთრ საჰაერო ბუშტებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით სერავენ აშშ-ის სივრცეებს“.