https://sputnik-georgia.com/20230217/yalbi-aslarianebis-gasarebistvis-sami-adamiani-pasuxisgebasi-misces-274967030.html
ყალბი ასლარიანი კუპიურების გასაღებისთვის პასუხისგებაში სამი ადამიანი მისცეს
ყალბი ასლარიანი კუპიურების გასაღებისთვის პასუხისგებაში სამი ადამიანი მისცეს
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა 11.800 ლარის ოდენობის 118 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა ამოიღეს. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T17:37+0400
2023-02-17T17:37+0400
2023-02-17T21:16+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_eff86a9c71fa68afc2f1ae54a70c0dba.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში სამი ადამიანი მისცეს, რომელთაგან ერთი დაკავებულია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულ იქნა 11.800 ლარის ოდენობის 118 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b2614327c99a96fb22373b5bf46cd5ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ყალბი ასლარიანი კუპიურების გასაღებისთვის პასუხისგებაში სამი ადამიანი მისცეს
17:37 17.02.2023 (განახლებულია: 21:16 17.02.2023) სამართალდამცველებმა 11.800 ლარის ოდენობის 118 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა ამოიღეს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში სამი ადამიანი მისცეს, რომელთაგან ერთი დაკავებულია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულ იქნა 11.800 ლარის ოდენობის 118 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.