https://sputnik-georgia.com/20230217/uamindobis-gamo-87-mgzavrma-reisze-daagviana-274964726.html
უამინდობა საქართველოში: 87-მა მგზავრმა ქუთაისი-ბერლინის რეისზე დააგვიანა
უამინდობა საქართველოში: 87-მა მგზავრმა ქუთაისი-ბერლინის რეისზე დააგვიანა
Sputnik საქართველო
რეისის მგზავრები აცხადებენ, რომ რეგისტრაციაზე სულ სამი წუთი დააგვიანდათ. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T13:58+0400
2023-02-17T13:58+0400
2023-02-17T20:21+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
ამინდი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500299_0:122:3070:1849_1920x0_80_0_0_c4b6439ff85d81fdcb3bc3991d501393.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ქუთაისი-ბერლინი 87 მგზავრის გარეშე შესრულდა, რადგან მათ უამინდობის გამო აეროპორტამდე დროულად ვერ მოახერხეს მისვლა, დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მგზავრმა.ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, მარიკა ბაკურაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის 87 ადამიანი აეროპორტში იმყოფება.კიდევ ერთმა მგზავრმა დაწერა, რომ Wizz Air-მა ფრენის გადადება 30 წუთით გამოაცხადა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ 87-მა ადამიანმა ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა და საჭირო მიმართულებით გაფრენა.დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მიუხედავად უამინდობისა, მაინც ასრულებს რეისებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500299_294:0:3025:2048_1920x0_80_0_0_842f6f1ddbc37fc1e9995f2efa456d52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
უამინდობა საქართველოში: 87-მა მგზავრმა ქუთაისი-ბერლინის რეისზე დააგვიანა
13:58 17.02.2023 (განახლებულია: 20:21 17.02.2023) რეისის მგზავრები აცხადებენ, რომ რეგისტრაციაზე სულ სამი წუთი დააგვიანდათ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ქუთაისი-ბერლინი 87 მგზავრის გარეშე შესრულდა, რადგან მათ უამინდობის გამო აეროპორტამდე დროულად ვერ მოახერხეს მისვლა, დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მგზავრმა.
ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, მარიკა ბაკურაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის 87 ადამიანი აეროპორტში იმყოფება.
„საღამოს 22:00 გამოვედით თბილისიდან. რიკოთზე თოვლის გამო დილის 5 სთ-ზე ჩამოვედით ქუთაისში. 5:39-ზე შემოვვარდით აეროპორტში. ფრენა იყო 6:15-ზე. აეროპორტმა – 3 წუთის დაკეტილია რეგისტრაცია და არ შეგიშვებთო. ფრენა ისედაც დაგვიანდა. გაფრინდა 7 სთ-ზე. და მთელი საათი და 20 წთ-ის განმავლობაში არავინ აღმოჩნდა პასუხისმგებელი, რომ ეს 87 ადამიანი ამ საათნახევარში დავერეგისტრირებინეთ", – დაწერა ბაკურაძემ სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთმა მგზავრმა დაწერა, რომ Wizz Air-მა ფრენის გადადება 30 წუთით გამოაცხადა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ 87-მა ადამიანმა ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა და საჭირო მიმართულებით გაფრენა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მიუხედავად უამინდობისა, მაინც ასრულებს რეისებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა თვის ბოლომდე გაგრძელდება.