https://sputnik-georgia.com/20230217/sinoptikosebis-mosaxleobas-amindis-gauaresebas-afrtxileben-274976743.html
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსები თვის ბოლომდე ცივ და თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T19:15+0400
2023-02-17T19:15+0400
2023-02-17T22:10+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938596_0:150:1600:1050_1920x0_80_0_0_f7cc1d52517ee72318832f1fd2709808.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.უწყების ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მკვეთრად აცივდა. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვს, ზოგან თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს.საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმები დაწესდა. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/10/274938596_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_a22aeb7f395206adc305451de3df88d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
19:15 17.02.2023 (განახლებულია: 22:10 17.02.2023) სინოპტიკოსები თვის ბოლომდე ცივ და თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.
უწყების ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მკვეთრად აცივდა. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვს, ზოგან თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმები დაწესდა. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა.