მოსაზრება: რატომ კარგავს უკრაინა ნატოს ტანკებს მიწოდებამდე

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 15 თებერვალს ფაქტობრივად აღიარა კიევისთვის დასავლეთის მხარდაჭერის ფიასკო და მოკლედ ჩამოაყალიბა უკრაინაში ნატოს ჯავშანმანქანების არმადის აპრილის პერსპექტივები.
უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით ნაკლებ ნატოს ტანკს (Leopard) მიიღებს, ვიდრე დონორები ჰპირდებოდნენ. მხოლოდ ორი ქვეყანა – გერმანია და პორტუგალია არიან მზად A6 Leopard-2 ბრძოლისუნარიანი ვერსიის გასაგზავნად. პოლონეთმა თავი მოუყარა დაახლოებით 30 გამოყენებულ A4 Leopard-2-ს. დანიამ და ნიდერლანდმა საბოლოოდ მაინც უარი თქვეს თავიანთი Leopard-2-ის გადაცემაზე.
გერმანიის მთავრობამ 7 თებერვალს მოიწონა კიევისთვის 178 ძველი ტანკის A5Leopard-1-ის მიწოდება, რომელთაგან ორი ათეული ზაფხულში უნდა გადაეცათ, დანარჩენი კი - 2024 წლის დასაწყისში.
ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები ბევრს ჰპირდებიან უკრაინას გაზაფხულისთვის და ნაკლებს აძლევენ. ალიანსის შტაბ-ბინაში გუშინდელ შეხვედრაზე ბრიტანეთის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთის, დანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 240 მლნ დოლარის ოდენობის საერთაშორისო ფონდის დახმარების პირველ პაკეტზე – თითქმის არაფერია დასავლეთის სამხედრო პროდუქციის ფასების გათვალისწინებით. პოლონეთმა მხარი დაუჭირა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე საწყობების შექმნას უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის ოპერატიულად, უწყვეტად გაგზავნის მიზნით.
აქ იბადება კითხვა: ვინ, რით და რამდენ ხანში ერთხელ შეავსებს ამ საწყობებს? საბრძოლო მოქმედებების 350 დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა ორ მილიონამდე ნატოს 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, რომელთა დასამზადებლადაც აშშ-სა და ალიანსს წლები და 10 მლრდ დოლარი სჭირდებათ.
ნატოს შემდგომი დახმარება ობიექტურად არ არის დამოკიდებული მხოლოდ თეთრი სახლის სურვილზე. ფრანგული გამოცემა Les Echos აღნიშნავს, რომ რუსეთის შიშით ალიანსის ქვეყნები პრიორიტეტებს იცვლიან – ცდილობენ შეიარაღების წარმოების გაზრდას საკუთარი არმიებისთვის, ფაქტობრივად საბოტაჟს უწევენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
16 თებერვლის ღამეს რუსეთის ჯარმა მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელა შორ მანძილზე პოლტავის, ჩერკასკის, ლვოვის, უკრაინის სხვა ოლქების მიმართულებით. კიევში განაცხადეს საჰაერო და სახმელეთო ბაზირების 32 ფრთოსანი რაკეტის, მათ შორის, 12 ჰიპერბგერითი რაკეტის Х-22-ის მიფრენის შესახებ. დასავლეთში აღიარებენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მაღალ საბრძოლო პოტენციალსა და აბსოლუტურ დომინირებას.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სპეცოპერაციის მსვლელობისას გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების 7890 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4100 საარტილერიო იარაღი, 3150 უპილოტო აპარატი, 590 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
დრო – მნიშვნელოვანი რესურსია. ჩინელი ანალიტიკოსების მიერ შეთავაზებული ვარიანტი – დასავლური შეიარაღების მიწოდებისგან უკრაინის შეიარაღებული ძალების იზოლაციის გზით სპეცოპერაციის დაჩქარებისა – გასათვალისწინებელია, რადგან კიევი „100%-ით დამოკიდებულია აშშ-ისა და ნატოს დახმარებაზე“. შესაძლოა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გეგმავს ნატოსთან პროქსი-კონფლიქტის ხარჯზე დასავლეთის არსენალების ლოკალურად „განმუხტვას“. სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი არა ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, არამედ მოწინააღმდეგის არმიის, საბრძოლო პოტენციალის განადგურებაა. როგორც არ უნდა იყოს, გაზაფხული ცვლილებების დროა.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ ჟურნალ Newsweek-ს განუცხადა: „თუ თქვენ საქმე გაქვთ ბირთვულ სახელმწიფოსთან და მიზნად ისახავთ ამ ბირთვული სახელმწიფოს დამარცხებას, გათვალისწინებული უნდა გქონდეთ ჩვენი შესაძლო პასუხის ყველა ვარიანტი“. ანუ პოლიანსკიმ გააფრთხილა დასავლეთი აშშ-სთვის რუსეთის სამხედრო პასუხის შესაძლებლობაზე.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი რებეკა კოფლერი ფიქრობს, რომ უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მეორე ავღანეთად ყალიბდება. თეთრ სახლს უკრაინის მიმართულებით არ გააჩნია არც სტრატეგია, არც კონკრეტული და მისაღწევი მიზნები, არც გამოსავლის გეგმები, საბრძოლო მოქმედებები კი მორიგ „უსასრულო კონფლიქტად“ გარდაიქმნება. გასაკვირი არაფერია.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა 15 თებერვალს ბრიუსელში პათოსით განაცხადა: „ისტორია დაიმახსოვრებს ნატოს ალიანსის სიმტკიცესა და ძალას“. ამ ისტორიაში კი მარცხის 70 წელიწადია და არცერთი სამხედრო გამარჯვება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0