https://sputnik-georgia.com/20230217/ramdenad-seismomedegisenobebia-tbilissi-274962265.html
რამდენად სეისმომედეგი შენობებია თბილისში?
რამდენად სეისმომედეგი შენობებია თბილისში?
Sputnik საქართველო
თბილისში 1990-იან წლებამდე აშენებული შენობების უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, აღნიშნა ექსპერტმა. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T12:45+0400
2023-02-17T12:45+0400
2023-02-17T17:29+0400
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
მიწისძვრა
მიწისძვრები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230091_0:134:3000:1822_1920x0_80_0_0_86388334bf76655385f8f630b7ecf808.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა თბილისსა და მთლიანად საქართველოში შენობების სეისმომედეგობაზე ისაუბრა.მიწისძვრის თემა სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში განსაკუთრებით აქტიური გახდა თურქეთსა და სირიაში ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრების (7,8 და 7,6 მაგნიტუდის) შედეგად თურქეთში 38 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 108 ათასზე მეტი.არქიტექტორის თქმით, შენობების უმრავლესობას, რომლებიც 1990-იან წლებამდე აშენდა, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. რაც შეეხება 1990-იანი წლების შემდეგ აშენებულ შენობებს, მათი ექსპლუატაციის ვადა 50-70 წლის შემდეგ გავა.არქიტექტორი აუცილებლად მიიჩნევს მოქმედებების გეგმის შედგენას თბილისის საბინაო ფონდთან მიმართებით, სადაც 1,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.მან თბილისური ეზოების ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ეს სახლები მდიდარ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. თითოეული სახლი ეკუთვნოდა ერთ ოჯახს, თუმცა შემდეგ ბოლშევიკებმა იქ 10-15 ოჯახი შეასახლეს.ზოგმა ხის სახურავზე ბეტონი დაასხა, ზოგმა მილი და კანალიზაცია გაიყვანა, ანუ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა.როსტომაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი თბილისი კომუნისტების დროს დაიგეგმა და მაშინ ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა 10-15 წლის შემდეგ მოსახლეობა გაორმაგდა. შესაბამისად, სახლები თბილისში ძალიან მოკლე დროში ააშენეს და მათ 50-70 წლის შემდეგ ერთდროულად გაუვა ექსპლუატაციის ვადა.1990-იანი წლების შემდეგ აშენებული სახლები თბილისში შენობების 20%-ია, აღნიშნა როსტომაშვილმა.საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 2022 წლის თებერვალში მოხდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230091_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_a6d8c937723c85443cd759bdcf139e63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მიწისძვრა, მიწისძვრები საქართველოში
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, მიწისძვრა, მიწისძვრები საქართველოში
რამდენად სეისმომედეგი შენობებია თბილისში?
12:45 17.02.2023 (განახლებულია: 17:29 17.02.2023) თბილისში 1990-იან წლებამდე აშენებული შენობების უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, აღნიშნა ექსპერტმა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა თბილისსა და მთლიანად საქართველოში შენობების სეისმომედეგობაზე ისაუბრა.
მიწისძვრის თემა სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში განსაკუთრებით აქტიური გახდა თურქეთსა და სირიაში ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრების (7,8 და 7,6 მაგნიტუდის) შედეგად თურქეთში 38 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 108 ათასზე მეტი.
არქიტექტორის თქმით, შენობების უმრავლესობას, რომლებიც 1990-იან წლებამდე აშენდა, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. რაც შეეხება 1990-იანი წლების შემდეგ აშენებულ შენობებს, მათი ექსპლუატაციის ვადა 50-70 წლის შემდეგ გავა.
არქიტექტორი აუცილებლად მიიჩნევს მოქმედებების გეგმის შედგენას თბილისის საბინაო ფონდთან მიმართებით, სადაც 1,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
„სახლი რომ აშენდება და ექსპლუატაციაში ბარდება, იმას აქვს თავისი მოვლის წესები, არ შეიძლება რაღაც მიაშენო, მზიდი კედელი დაანგრიო“, – განაცხადა როსტომაშვილმა BMG-ს ეთერში.
მან თბილისური ეზოების ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ეს სახლები მდიდარ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. თითოეული სახლი ეკუთვნოდა ერთ ოჯახს, თუმცა შემდეგ ბოლშევიკებმა იქ 10-15 ოჯახი შეასახლეს.
ზოგმა ხის სახურავზე ბეტონი დაასხა, ზოგმა მილი და კანალიზაცია გაიყვანა, ანუ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა.
როსტომაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი თბილისი კომუნისტების დროს დაიგეგმა და მაშინ ქალაქში ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა 10-15 წლის შემდეგ მოსახლეობა გაორმაგდა. შესაბამისად, სახლები თბილისში ძალიან მოკლე დროში ააშენეს და მათ 50-70 წლის შემდეგ ერთდროულად გაუვა ექსპლუატაციის ვადა.
1990-იანი წლების შემდეგ აშენებული სახლები თბილისში შენობების 20%-ია, აღნიშნა როსტომაშვილმა.
„არ შეიძლება მიწისძვრიდან მიწისძვრამდე გვახსოვდეს რაღაც, ამას სჭირდება დაჯდომა და გრძელვადიანი გეგმის გაკეთება საბინაო ფონდთან მიმართებით. წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ქვეყნის ბიუჯეტმა აიღოს ქალაქი და თავიდან ააშენოს“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 2022 წლის თებერვალში მოხდა.