https://sputnik-georgia.com/20230217/pomidvris-dieta-iaponeli-eqspertebis-rcevebi-dadietis-wesebi-274965913.html
პომიდვრის დიეტა: წესები და რჩევები იაპონელი ექსპერტებისგან
პომიდვრის დიეტა: წესები და რჩევები იაპონელი ექსპერტებისგან
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პომიდორი იმდენად სასარგებლო ბოსტნეულია, რომ ევროპაში ასეთი ანდაზაც კი არსებობს — „როცა პომიდორი წითლდება, ექიმები ფერს... 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T14:42+0400
2023-02-17T14:42+0400
2023-08-17T10:49+0400
სასარგებლო რჩევები
ჯანსაღი კვება
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24410/05/244100515_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_cffbaa6706bd2787b2b41b4c7d6d65a5.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პომიდორი იმდენად სასარგებლო ბოსტნეულია, რომ ევროპაში ასეთი ანდაზაც კი არსებობს — „როცა პომიდორი წითლდება, ექიმები ფერს კარგავენ“, წერს იაპონური პორტალი Sports Navi.როგორც გამოცემა იუწყება ექსპერტებზე დაყრდნობით, ბოლო დროს პომიდორი მეტად პოპულარული გახდა არა მხოლოდ კვებითი ღირებულების, არამედ დიეტური თვისებების წყალობით. ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ ცნობილი სახეები სწორედ პომიდვრის დიეტით იკლებენ წონაში და თანაც საკმაოდ წარმატებით.სტატიაში, რომელსაც Sports Navi სთავაზობს მკითხველებს, საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ პომიდვრის დიეტა სწორად, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ.რა არის პომიდვრის დიეტა?როგორც სახელიდან ჩანს, ეს დიეტა პომიდვრის ჭამას ეფუძნება, თუმცა არა მხოლოდ პომიდვრისა — როგორც ეს ბევრმა შეიძლება იფიქროს. არსი ისაა, რომ ეს ბოსტნეული ჭამის წინ უნდა მიირთვათ.ამასთან პომიდვრის დიეტა მონოდიეტებისგან (როდესაც რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ჭამაა რეკომენდებული) იმით განსხვავდება, რომ ნორმალურ კვებაზე გადასვლის შემდეგ წონაში მატება აღარ იწყება.პომიდვრის დიეტის 5 ტოპ-სარგებელიმეტაბოლიზმის გაუმჯობესებაპომიდორში შემავალი წითელი პიგმენტი, რომელსაც ლიკოპენი ეწოდება, აუმჯობესებს სისხლნაკადს. შედეგად, ჟანგბადი მთელ ორგანიზმში გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, რაც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. კარგი მეტაბოლიზმი კი ხელს უშლის ორგანიზმში არასასურველი ელემენტების დაგროვებას და ანელებს წონის მატებას.ცხიმის წვალიკოპენი აუმჯობესებს სისხლნაკადს და მეტაბოლიზმს, რაც ორგანიზმში ნახშირწყლებისა და ცხიმების ენერგიად გარდაქმნას აიოლებს. ეს, თავის მხრივ, წვავს ცხიმს და ხელს უშლის მის დაგროვებას.ლიკოპენი ასევე ხელს უშლის ცხიმოვანი უჯრედების ზრდას, ამიტომაც მიიჩნევა, რომ პომიდვრის ჭამა ხელს უშლის წონის მატებას.დანაყრების შეგრძნებაპომიდორი ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია. თითო ნაყოფზე დაახლოებით 30 კილოკალორია მოდის. თუ სადილის წინ სამ ცალ საშუალო ზომის პომიდორს მიირთმევთ, ეს მხოლოდ 100 კილოკალორიას შეგძენთ, თუმცა დანაყრების შეგრძნებას მაინც გაგიჩენთ. შედეგად, სადილს მაძღრისად აღარ მიირთმევთ და გასუქებას თავს აარიდებთ.შეკრულობის პრევენციაპომიდორი მდიდარია ხსნადი უჯრედისით — პექტინით. ის ეფექტურია შეკრულობის პროფილაქტიკისთვის, რადგან ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების წებოვან მასაში შეფუთვას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას.ამასთან, რადგან წებოვან გარსში გახვეული საკვები ნაწლავებში ნელა მოძრაობს, სიმაძღრის გრძნობა დიდხანს რჩება და ზედმეტი ჭამის რისკები მცირდება.გარდა ამისა, პომიდორი ბევრ წყალს შეიცავს, ამიტომ მისი ჭამა ხელს უწყობს ორგანიზმის რეჰიდრატაციას და აღკვეთს ყაბზობას (შეკრულობას).კანის გაუმჯობესებალიკოპენი და ვიტამინი E, რომლებიც უხვად არის პომიდორში, ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ჩვენი სხეული ბერდება, როდესაც უჯრედებს აქტიური ჟანგბადის სახეობები უტევს. ლიკოპენი და ვიტამინი E კი ძალიან ეფექტურია ამ აქტიური ფორმების შესამცირებლად.გარდა ამისა, პომიდორში შემავალი C ვიტამინი არა მხოლოდ აფერხებს აქტიურ ჟანგბადს, არამედ ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.პომიდორი ხელს უშლის კანზე ლაქებისა და ნაოჭების ნაადრევ გაჩენას და აჩქარებს ჭრილობებისა და დამწვრობების შეხორცების პროცესს.პომიდვრის დიეტის დაცვის წესებიდრორეკომენდებულია პომიდვრის ღამით, ვახშმის წინ ჭამა. პომიდორი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ააქტიურებენ ზრდის ჰორმონებს. მიიჩნევა, რომ ამ ჰორმონების სეკრეცია ყველაზე მაღალია ღამის 10 საათიდან ღამის 2 საათამდე. ამიტომ ვახშმის წინ პომიდვრის ჭამა მეტაბოლიზმს დააჩქარებს.პომიდვრის ჭამა ასევე რეკომენდებულია სადილის წინ, რათა ზედმეტი საკვები არ მიიღოთ. ხოლო იმისათვის, რომ ზრდის ჰორმონების სეკრეცია არ დაირღვეს, ეცადეთ 22:00-დან 02:00 საათამდე დაიძინოთ.რაოდენობავახშმის წინ ორი პომიდორი მიირთვით. ეს მაქსიმუმ 60 კკალ-ს შეადგენს, ხოლო ლიკოპენის რაოდენობა 15 მილიგრამს აღწევს, რაც იდეალური სადღეღამისო ნორმაა ამ ნივთიერებისთვის.გაფცქვნილი თუ კანიანიდიეტის დროს პომიდორი შეგიძლიათ პირდაპირ ნედლიც მიირთვათ და მომზადებულიც. თუმცა სამი ძირითადი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ:წყარო: Sports Navi
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24410/05/244100515_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_5defd743e0ac9ef3a2051c822cfe3e24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება, ექიმის რჩევები
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პომიდორი იმდენად სასარგებლო ბოსტნეულია, რომ ევროპაში ასეთი ანდაზაც კი არსებობს — „როცა პომიდორი წითლდება, ექიმები ფერს კარგავენ“, წერს იაპონური პორტალი Sports Navi.
როგორც გამოცემა იუწყება ექსპერტებზე დაყრდნობით, ბოლო დროს პომიდორი მეტად პოპულარული გახდა არა მხოლოდ კვებითი ღირებულების, არამედ დიეტური თვისებების წყალობით. ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ ცნობილი სახეები სწორედ პომიდვრის დიეტით იკლებენ წონაში და თანაც საკმაოდ წარმატებით.
სტატიაში, რომელსაც Sports Navi სთავაზობს მკითხველებს, საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ პომიდვრის დიეტა სწორად, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ.
როგორც სახელიდან ჩანს, ეს დიეტა პომიდვრის ჭამას ეფუძნება, თუმცა არა მხოლოდ პომიდვრისა — როგორც ეს ბევრმა შეიძლება იფიქროს. არსი ისაა, რომ ეს ბოსტნეული ჭამის წინ უნდა მიირთვათ.
ამასთან პომიდვრის დიეტა მონოდიეტებისგან (როდესაც რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ჭამაა რეკომენდებული) იმით განსხვავდება, რომ ნორმალურ კვებაზე გადასვლის შემდეგ წონაში მატება აღარ იწყება.
პომიდვრის დიეტის 5 ტოპ-სარგებელი
მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
პომიდორში შემავალი წითელი პიგმენტი, რომელსაც ლიკოპენი ეწოდება, აუმჯობესებს სისხლნაკადს. შედეგად, ჟანგბადი მთელ ორგანიზმში გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, რაც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. კარგი მეტაბოლიზმი კი ხელს უშლის ორგანიზმში არასასურველი ელემენტების დაგროვებას და ანელებს წონის მატებას.
ლიკოპენი აუმჯობესებს სისხლნაკადს და მეტაბოლიზმს, რაც ორგანიზმში ნახშირწყლებისა და ცხიმების ენერგიად გარდაქმნას აიოლებს. ეს, თავის მხრივ, წვავს ცხიმს და ხელს უშლის მის დაგროვებას.
ლიკოპენი ასევე ხელს უშლის ცხიმოვანი უჯრედების ზრდას, ამიტომაც მიიჩნევა, რომ პომიდვრის ჭამა ხელს უშლის წონის მატებას.
პომიდორი ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია. თითო ნაყოფზე დაახლოებით 30 კილოკალორია მოდის. თუ სადილის წინ სამ ცალ საშუალო ზომის პომიდორს მიირთმევთ, ეს მხოლოდ 100 კილოკალორიას შეგძენთ, თუმცა დანაყრების შეგრძნებას მაინც გაგიჩენთ. შედეგად, სადილს მაძღრისად აღარ მიირთმევთ და გასუქებას თავს აარიდებთ.
პომიდორი მდიდარია ხსნადი უჯრედისით — პექტინით. ის ეფექტურია შეკრულობის პროფილაქტიკისთვის, რადგან ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების წებოვან მასაში შეფუთვას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას.
ამასთან, რადგან წებოვან გარსში გახვეული საკვები ნაწლავებში ნელა მოძრაობს, სიმაძღრის გრძნობა დიდხანს რჩება და ზედმეტი ჭამის რისკები მცირდება.
გარდა ამისა, პომიდორი ბევრ წყალს შეიცავს, ამიტომ მისი ჭამა ხელს უწყობს ორგანიზმის რეჰიდრატაციას და აღკვეთს ყაბზობას (შეკრულობას).
ლიკოპენი და ვიტამინი E, რომლებიც უხვად არის პომიდორში, ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ჩვენი სხეული ბერდება, როდესაც უჯრედებს აქტიური ჟანგბადის სახეობები უტევს. ლიკოპენი და ვიტამინი E კი ძალიან ეფექტურია ამ აქტიური ფორმების შესამცირებლად.
გარდა ამისა, პომიდორში შემავალი C ვიტამინი არა მხოლოდ აფერხებს აქტიურ ჟანგბადს, არამედ ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
პომიდორი ხელს უშლის კანზე ლაქებისა და ნაოჭების ნაადრევ გაჩენას და აჩქარებს ჭრილობებისა და დამწვრობების შეხორცების პროცესს.
პომიდვრის დიეტის დაცვის წესები
რეკომენდებულია პომიდვრის ღამით, ვახშმის წინ ჭამა. პომიდორი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ააქტიურებენ ზრდის ჰორმონებს. მიიჩნევა, რომ ამ ჰორმონების სეკრეცია ყველაზე მაღალია ღამის 10 საათიდან ღამის 2 საათამდე. ამიტომ ვახშმის წინ პომიდვრის ჭამა მეტაბოლიზმს დააჩქარებს.
პომიდვრის ჭამა ასევე რეკომენდებულია სადილის წინ, რათა ზედმეტი საკვები არ მიიღოთ. ხოლო იმისათვის, რომ ზრდის ჰორმონების სეკრეცია არ დაირღვეს, ეცადეთ 22:00-დან 02:00 საათამდე დაიძინოთ.
ვახშმის წინ ორი პომიდორი მიირთვით. ეს მაქსიმუმ 60 კკალ-ს შეადგენს, ხოლო ლიკოპენის რაოდენობა 15 მილიგრამს აღწევს, რაც იდეალური სადღეღამისო ნორმაა ამ ნივთიერებისთვის.
დიეტის დროს პომიდორი შეგიძლიათ პირდაპირ ნედლიც მიირთვათ და მომზადებულიც. თუმცა სამი ძირითადი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ:
მიირთვით კანიანად, ვინაიდან კანში უფრო მეტი ლიკოპენია, ვიდრე რბილობში;
მომზადებული პომიდვრიდან ორგანიზმი ლიკოპენს ორ-სამჯერ უკეთ ითვისებს, ამიტომ კერძი კანიანი პომიდვრისგან მოამზადეთ. შეგიძლიათ ცხიმიც დაამატოთ, ვინაიდან ლიკოპენი მასში კარგად იხნება;
ცოცხალი პომიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ კონსერვირებულიც და ასევე პომიდვრის წვენიც. ოღონდ გახსოვდეთ, რომ წვენი აუცილებლად 100%-ით პომიდვრის უნდა იყოს და თანაც უმარილო.